როგორც Sky Sport–ის ჟურნალისტი ჯეიმს კუპერი იტყობინება, პოგბას მანჩესტერთან აღარაფერი აშორებს, ამ დღეებში ტრანსფერი აუცილებლად უნდა გაოფიციალურდეს, პოლი სახლში 100 მლნ ფუნტ–სტერლინგად ბრუნდება.
"მათ აღარაფერი აშორებთ, ვფიქრობ "იუნაიტედმა" დაისვენა" – ციტირებს კუპერი. "პოლს მანჩესტერში სურს დაბრუნება. ყველა დეტალი შეთანხმებული და მოგვარებულია, პოლი გუნდს ამ კვირაში შეუერთდება, შემდეგ მათ ერთი კვირა ექნებათ იმისათვის, რომ პოგბა ბორნმუთთან მატჩში მოედანზე გაიყვანონ".