ჯონი ევანსმა განაცხადა, რომ სურს კარიერის ბოლომდე მანჩესტერში დარჩენა.ჩრდილოეთ ირლანდიელი მიუახლოვდა 150 თამაშიან ზღვარს ”წითელ ეშმაკებში”.იმის მიუხედავად, რომ სერ ალექს ფერგიუსონს მწყობრში ჰყავს ყველა მცველი, სწორედ ჯონი ითვლება ძირითადი გუნდის წევრად.
”მე ვისურვებდი კარიერის ბოლომდე ”იუნაიტედში” დარჩენას.მე ვიყავი აკადემიაში, შემდეგ ვიმყოფებოდი სხვა კლუბებშიც იჯარის წესით და საბოლოოდ, ახლა ვარ ძირითად გუნდში.მე მქონდა დიდი არჩევანი, როდესაც პატარა ვიყავი, შემეძლო სხვა სპორტულ კლუბში გადავსულიყავი, მაგრამ აქ წამოსვლა ვარჩიე.საბოლოოდ, მივიღე სწორი გადაწყვეტილება და არ ვიყურები სხვა კლუბებისკენ.ვიცი, რომ მანჩესტერ ”იუნაიტედი” ის კლუბია სადაც კარიერის ბოლომდე მინდა დარჩენა.”-ციტირებს ევანსის სიტყვებს Daily Star.
”ჩემ ოცნება ესაა - ვითამაშო ბოლომდე მანჩესტერში. როდესაც მე აქ მოვედი, ვნახე რა რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის თამაში, ვიყავი განცვიფრებული. ისინი იყვნენ ჩემთვის სათანადო მაგალითები და ახალგაზრდებისთვის ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაში დიდი პატივია.”