თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2016, 13:03
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3451,
კომენტარები: 23
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "გალათასარაის" წინააღმდეგ მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "გალათასარაის" წინააღმდეგ 2016 წლის ტურნეს უკანასკნელი შეხვედრის წინ რამდენიმე თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მუშაობით კმაყოფილია.

"ფეხბურთელები თავიანთ საქმეში ფანტასტიკურები არიან. ჩვენ რამდენიმე ორმაგი ვარჯიში ჩავატარეთ და არ ვფიქრობ, რომ ბიჭები დღევანდელ მატჩში დაღლილები იქნებიან. შაბათს გასამართი კიდევ ერთ ვარჯიშს მოუთმენლად ველი, რადგან მოთამაშეებს წუთები სჭირდებათ,"

პორტუგალიელმა ბოსმა კრის სმოლინგისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას მცირე დაზიანებებზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ მცველები, დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდნენ.

მოურინიომ დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" ვიცე-კაპიტანი ასევე ძველი ანგარიშების გამო "ლესტერის" წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასის შეხვედრასა და პრემიერ ლიგის სტარტს გამოტოვებს. ინგლისელმა ინგლისის თასის ფინალში წითელი ბარათი მიიღო.

"ფოსუ-მენსას მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ის ახალგაზრდაა. ის გუნდს დაუბრუნდება მაშნ, როდესაც 100%-ით მზად იქნება.

კრის სმოლინგს გასულ სეზონში მიღებული ტრავმა გაუმეორდა. ჩვენ გავარკვევთ თუ რა ხდება. ტრავმის გარდა ასევე ის დისკვალიფიცირებულია და გახსნით მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს,"
-აცხადებს მოურინიო

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
30 ივლისი 2016 13:04
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვარჯიშს მოუთმენლად ველიო wink

ზლატანის ნახვა მინდა ძალიან, იმედია სამშობლოში გააკვირვებს კვლავ ყველას
0
№2
ავტორი: levionok
30 ივლისი 2016 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
უკვე უნდა დაალაგოს გუნდი და აგარ უნდა იყოს თერთმეტი შეცვლა,ვნახოთ დიდი ინტერესით ველოდები
0
№3
ავტორი: POGBoom
30 ივლისი 2016 13:26
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 23
არც შვაინსტაიგერს ათამაშებს areyoukiddingme
0
№4
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi joze midi ❤️❤️❤️
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
30 ივლისი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ისე სმოლინგი ბაი გაასწორებდა
0
№6
ავტორი: levionok
30 ივლისი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
იბრა რომ იძახდა ჩემი მაისურების გაყიდვით შემოსული თანხით პოგბა ვიყიდითო ხალი იძახდა რა ამპარტავანიაო :) და მხოლოდ ერთ კვირაში მანჩესტერმა 76 მილიონი გამოიმუშავა იბრას მაისურებით :) და ჯერ ად არის ეს მხოლოდ ერთ კვირაში ძალიან ბევრი კი პოგბას ელოდება რომ მისი მაისური იყიდოს აი რატომ იხდიან ამხელა ფულებს ვარსკვლავებში
0
№7
ავტორი: gela-manchesteri
30 ივლისი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
უნდა მოვიგოტ
0
№8
ავტორი: hemi
30 ივლისი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეს თამაში უნდა მოვიგოთ რა რაც არ უნდა იყოს უკვე უნდა დაელაგებინა მოუს. და ვიცე კაპიტანი კერიკი არ იყო ბოლოს? სმოლინგი როდის გახდა?
0
№9
ავტორი: ffe108
30 ივლისი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რომელ საათზეა თამაში მეგობრებო? ეხლა შემოგიერთდით ახალი ვარ კომენტარებში თორე ისე წლებია თვალს ვადევნებ ამ საიტს :)
0
№10
ავტორი: kantona-7
30 ივლისი 2016 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პრევიუ რატო არდადეთ ან სიახლეები მაინც დადეთ რაიყო areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top