Sky Sports საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" უილ კინის სანაცვლოდ შემოთავაზებული წინადადების განსახილველად მზად არის.
23 წლის ფორვარდი გასულ სეზონში, პირველი გუნდის შემადგენლობაში ორჯერ გამოჩნდა, ასევე იჯარით თამაშობდა "პრესტონში".
კინის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 1 მილიონი ფუნტია. როგორც ცნობილია, ინგლისელი ფორვარდის შეძენით ხუთი კლუბი ინტერესდება.
უილმა მოურინიოს მოსვლის შემდეგ, "უიგანის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მოურინიოს სიაში იგი ბოლო ადგილზეა.