დივიზიონში ცვლილებაა.
ამ წელს, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ პრემიერ ლიგის ახალგაზრდულ გუნდში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება.
ახალგაზრდული გუნდის საკონკურსო სისტემას წლიდან წლამდე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ექცევა, ინგლისის ნაკრების წარუმატებელი თამაშის გამო საერთაშორისო ტურნირებზე. ესპანეთის ახალგაზრდული კლუბები, პროფესიონალური ლიგის სისტემით თამაშობენ. ამდენად, სეგუნდა დივიზიონში, რომელიც ჩმეპიონშიპის ანალოგია, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდნენ: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი". მიმდინარე სეზონში კი ამ სიას მიემატება ევროპის ლიგის ჩემპიონის ახალგაზრდული გუნდი "სევილია". იმ შემთხვევაში, "იუნაიტედის" რეზერვისტებს რომ ჩემპიონშიპში ეთამაშათ, გუნდი ბევრ ფეხბურთელს იჯარით არ გაუშვებდა.
FA-მ კი სამი ახალი ფორმატის შექმნის კრიტიკას უპასუხა. პირველი, შეიქმნა პრემიერ ლიგა 2, რომელიც შედგება პირველი კატეგორიის აკადემიის 24 გუნდისგან: 15 მათგანი ითვლება პრემიერ ლიგის რეზერვისტთა კლუბებად, ხოლო დანარჩენი 9 კი ჩემპიონშიპის გუნდებით არის დაკომპლექტებული.
-----
პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორებმა განმარტეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაღალ დონეზე ასპარეზობისთვის ხარისხიანი სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნით:
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პრემიერ ლიგაში გავზარდოთ ინგლისში აზრდილი ფეხბურთელების რაოდენობა. გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში რეზერვისტების რეკორდული რაოდენობა - 67 ახალგაზრდა ასპარეზობდა. ყველაზე სუსტ ასპექტად ახალგაზრდა ფეხბურთელებში ითვლება ახალგაზრდაული გუნდიდან პირველ გუნდში გადასვლა. ახალი ფორმატი კი კონკურენციას უფრო გაართულებს. გამოვთვალეთ, რომ საშუალოდ ფეხბურთელები ძირითად გუნდში თამაშს 22-23 წლის ასაკიდან იწყებენ," "იუნაიტედის" აკადემიის ხელმძღვანელმა, ნიკი ბატმა ახალ ფორმატს მხარი დაუჭირა და ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა:
"ლიგის ახალი ფორმატით კმაყოფილები ვართ, რადგან "იუნაიტედი" აკადემიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ახალგაზრდების განვითარება - ეს კლუბის დნმ-ს ნაწილია,"ასევე ცვლილებები შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც. მოსალოდნელია, რომ 16 და 18 წლამდელთა გუნდები 17-19 წლამდელთა გუნდების ჯგუფში გაერთიანდებიან.
კიდევ ერთი ინოვაცია იქნება პრემიერ ლიგის საერთაშორის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას 12 ადგილობრივი და 12 ევროპული კლუბები მიიღებენ და 7 ჯგუფში იქნებიან განთესილები.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება შეუძიათ 23 წელს გადაცილებულ 3 ფეხბურთელს და 1 კიპერს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების თარიღი 5 აგვისტოს გახდება ცნობილი.
სამი ახალი ტურნრიის თაობაზე ორგანიზატორები დიდი კლუბებისგან პრობლემებს წააწყდნენ. ამასთან დაკავშირებით, "მანჩესტერ იუნაიტედის", "ტოტენჰემის", "სიტის", "არსენალისა" და "ლივერპულის" ნაცვლად რეგიონში სხვა გუნდები იქნა მოწვეული. ამ ტურნირზე მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, რომელიც შემდეგ 4 ჯგუფად განაწილდება.
ოფიციალური შეტყობინებები კლუბებისგან, უარის თაობაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა, მაგრამ არსებობს უარის თქმის შემეგი მიზეზები:
1.ახალი ტურნირი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს, სადაც ძალიან ბევრი მატჩები ჩატარდება.
2. ინგლისის ახალგაზრდულ თასზე მონაწილეოას მხოლოდ ინგლისისა და უელსის გუნდები მიიღებენ, რაც ტურნირის პრესტიჟულობას გაზრდის.
3. ზოგიერთი მატჩი ნაკრების შეხვედრებს ემთხვევა.