გუშინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მახაჩკალის "ანჟი" ვიდიჩს კვირაში 250,000 ფუნტ სტერლინგს პირდება და მის სანაცვლოდ უპრობლემოდ გადაიხდიან ამ ფულს, თუ "იუნაიტედის" კაპიტანი ამ კონტრაქტს დათანხმდება, ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მცველი იქნება მსოფლიოში. ვიდიჩის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, რომელიც 2014 წლამდეა ის 90,000 ფუნტ სტერლინგს იღებს კვირაში, პლიუს დანამატებით 130,000 ფუნტ სტერლინგამდე აღწევს. "ანჟის" ყავს უკვე ერთი ასეთი მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი, სამუელ ეტოო, რომელიც სარეკორდო თანხას, კვირაში 325,000 ფუნტ სტერლინგს იღებს. ცნობისათვის, ვიდიჩის გადაყვანა იტალიის ჩემპიონ "იუვენტუსსაც" სურს.