გასულ წლებში ყოფილი პარტნიორი DHL აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელები სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდნენ. ამ სეზონში კი მანჩესტერელების სპონსორი ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია. "შევროლემ" ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში, გულშემატკივრების ერთვარ კითხვას, თუ ვინ არის გუნდში ყველაზე სწრაფი, პასუხი გასცა.
მინი-მანქანების რბოლაში მონაწილეობა მიიღეს: ტომოთი ფოსუ-მენსამ, უეინ რუნიმ, მარკუს რეშფორდმა, ენტონი მარსიალმა, ხუან მატამ და მაიკლ კერიკმა. რბოლის კომენტატორი არც მეტი, არც ნაკლები 24 საათიანი მარათონის 5 გზის გამარჯვებული, ოლივერ გავინი გახლდათ.
ფინალში, ოთხი საუკეთესო მრბოლელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილე ყველა ფეხბურთელი შეტევაში თამაშობს:
ასევე, ჯესი ლინგარდმა დაბის უნივერსიტეტი გახსნა, სადაც თანაგუნდელებს ამ აღნიშვნას ასწავლის. დღევანდელი დღის კურსდამთავრებული კი კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი გახდა.