თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2016, 11:04
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3852,
კომენტარები: 27
"იუნაიტედმა" პოგბა მომავალ 48 საათში უნდა შეიძინოს
"იუნაიტედი" პოგბას ტრანსფერს მალე შეათანხმებს.
მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პოგბას ტრანსფერს მომდევნო 48 საათში დაასრულებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარი ყოფილი ფეხბურთელის დასაბრუნებლად ტურინელებს ახალი შეთავაზება გაუკეთა.

როგორც იცით, წინადადება 120 მილიონ ევროს (100 მილიონ ფუნტს) შეადგენს, ბონუსის სახით 10 მილიონი ევროს. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პოგბა "იუნაიტედთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს "იუვენტუსი" დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ორივე კლუბი ერთმანეთთან ფაქტიურად შეთანხმდა. ტრანსფერის დასასრულებლად მინო რაიოლას საკომისიო თანხა დარჩა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი ევროა. ტურინელები ირწმუნებიან, რომ "იუნაიტედმა" საშუამავლო თანხა სრულად უნდა გადაიხადოს.

ტრანსფერის დეტალები ორ დღეში დასრულდება. თავად პოგბა მწვანე ფერს ელოდება იმისთვის, რომ ჩავიდეს ქალაქში და გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

ასევე იმავე წყარო უარყოფს ფაქტს, რომ თითქოს ტრანსფერში ბოლო დღეებში "რეალიც" ჩაერთო. სამეფო კლუბს არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია და პოგბას "ოლდ ტრაფორდზე" გადასასვლელად შესაძლოა რამდენიმე საათი დარჩეს.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
27 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
28 ივლისი 2016 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მორჩით რაგახდა ასეთი

ხამესი და სტოუნსი და ვსო მერე დავეჯახოთ ვისაც უნდა
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ივლისი 2016 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რით ვერ გაძღნენ??? areyoukiddingme
0
№3
ავტორი: WeAreUnited
28 ივლისი 2016 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ბიჭო რამხელა მაყუთი იჭრება პროსტა ამ ტრანსფერში ღადაობ პადიომს თვითონ პოგმა რამდენს აიღებს ბუბლიკ :) არადა მე თუ მკითხავ ამ ფასში 2 ძალიან მაგარი ფეხბურთელის დამატება შეიძლებოდა მაგრამ პოგბა ძალიან მაგარია და კიდე მოუმატებს აი დარწმუნებული ვარ მაგარი მებრძოლ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ეს ტრანსფერი თუ შედგა პოგბას დასამტკიცებელი ექნება რომ 120ლიმონი ღირს ;)
0
№4
ავტორი: ლუკია
28 ივლისი 2016 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
აეეეეე ვისაც გინდოდათ მისი შეძენა გილოცავთ პროსტა ფულს იმიტომ არ დავეძებ რომ ახლა პოგბა ძაან გვჭირდება.გილოცაავთ manunited
0
№5
ავტორი: PLANeta
28 ივლისი 2016 11:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
დი მარციომაც იგივე თქვა smile
0
№6
ავტორი: DRJBECKHAM
28 ივლისი 2016 12:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ერთადერთი იმიტო მინდა ეს ტრანსფერი რო მე არ ვიხდი ჩემი ფულიდან, დალშე კიდე 130 მილიონად ვიდალი და კროოსი მოვა თავისუფლად და რა პოგბა კაი რა, რაღაც მაგარი ბანძი ხდება იმიტო რო ამდენი ხანი უნდა გაეფორმებინა და რმელიღაც მხარე ატრაკებს მაგრად, ეს რაიოლაც მაგარი დედა შენძრეული ჩანს, ბევრმა დაწერა მაგის გამო სამედიცინო შემოწმება ჩაიშალაო და აგერ ყველა ახმაურდა რეალი მიუბრუნდაო, პოგბაც მაგრად ატრაკებს, ერთადერთი რის გამოც მგონია რო გადმსვლა უნდა ისაა რო ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაიჩითება თორე იუვემ ისეთი გუნდი შეკრა რო ...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივლისი 2016 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აღარ ვიცი რა ვთქვა დავიღალეთ უკვე :დ
0
№8
ავტორი: I L C
28 ივლისი 2016 12:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
პოგბას გილოცავთ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: ikeoni
28 ივლისი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Chvenia chveniiii
0
№10
ავტორი: LASHQARA
28 ივლისი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"იუნაიტედი" პოგბას ტრანსფერს ძალიან შეათანხმებს.

winked ეს რა გამოთქმაა .. ძალიან შეთანხმება როგორია wink ალბათ ძალიან მალე შეათანხმებს უნდა იყოს, მაგრამ პოგბას გარშემო ისეთი რაღაცეები იწერება რო ეს ძალიან შეთანხმებაც შეიძლება , ცოტა ხანში დაწერენ პოგბას ჩოქვით მიადგნენ wink მერე რაიოლა უცხო პირებმაა ნუტელის ბანკას დაამსგავსეს wink wink ცვეტში არაა ეს კაცი ნიტო შტო ამდენი არ ღირს ამდენ ლაპარაკადაც არ ღირს სამაგისოდ ამან რასაც ბაზრობენ სეზონში 20 საგოლე პასი უნდა გააკეთოს მინიმუმ და 25 გოლი გაიტანოს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top