თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2016, 19:28
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 7
რობსონი: "ზლატანი შესაძლოა ახალი ვან პერსი გახდეს"
ბრაიანი ზლატანის მოსვლით მოხარულია.
რობსონი:
"იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი, ბრაიან რობსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით მოხარულია.

რობსონის თქმით, ზლატანის ტრანსფერმა "იუნაიტედში" შესაძლოა ისეთივე ეფექტი იქონიოს, როგორც 2012 წელს ვან პერსის გადასვლამ. ასევე, შვედ ფორვარდს უეინ რუნისთან ერთად დიდი ზეწოლა ექნება. მოგეხსენებათ, ზლატანი გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ კვირას დაიწყებს.

იბრაჰიმოვიჩის ასაკი ცხარე დებატების თემა გახდა, თუმცა, რობსონი იხსენებს იმას, რომ თითქმის ამ ასაკში შეუერთდა "იუნაიტედს" ჰოლანდიელი ფორვარდიც. ვან პერსი გუნდში მოსვლის დროს 29 წლის იყო, თუმცა, სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო.

"ზლატანი 34 წლის არის და მისი 28-29 წლის ასაკში შეძენა კარგი იქნებოდა, მაგრამ "პსჟ"-ში გასული სეზონი ყველაფერს ამბობს, ის შესანიშნავ ფორმაშია. მას შეუძია "იუნაიტედს" ბევრი რამ მისცეს. სწორედ ასე ლაპარაკობდნენ ვან პერსის შესახებ, მაგრამ მან გუნდისთვის მე-20 ტიტულის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვიმედოვნებ, იბრაჰიმოვიჩიც ასეთი იქნება.

მისი მოსვლა რუნისთან ერთად ზეწოლას გაზრდის. მაშინ, როდესაც ვერ ვიგებთ ტიტულს, ყველა ამბობს, რომ უეინი ცუდ ფორმაშია. ეს ძალიან რთულია, თუმცა, ახლა არის ზლატანი და რუნის მასთან ერთად პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

მომეწონა იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ერთხელ საკუთარ თავი 10-დან 10 ქულით შეაფასა, კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი საკუთარ თავს ამჟამად, მან 10-დან 11 ქულა დაიწერა,"
-ციტირებს ბრაიანის სიტყვებს ESPN.

წყარო: ManUtd.one
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
26 ივლისი 2016 19:43
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რობინის ტრანსფერი მართლა სასწაული იყო და იმედია, ზლატანიც იმავეს იზამს ჩვენთან და არა ფულს გააკეთებდა და დაიკიდებს. ყველაზე მეტად მისი და მოურინიოს ტიტულების მოგების ჟინი მომწონს და იმედია ეს "იუნაიტედშიც" გაჭრის
0
№2
ავტორი: kantona-7
26 ივლისი 2016 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არეტყობა ზლატანს ასაკი და ბევრ 25 წლის თავდამსხმელს ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ra asaki cxovelia masti ❤️
0
№4
ავტორი: LASHQARA
26 ივლისი 2016 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არა ვან პერსი სხვა თავდამსხმელია ჩემთვის იბრაჰიმოვიჩს ბევრი შრომა დაჭირდება მანჩესტერში რო ჩვენში იგივე გრძნობა გამოიწვიოს რაც ვან პერსის სახელის ხსენებაზე love am ნისტელროი და ვან პერსი მიიყვაარს ჩვენი თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ნუ რუნი თავისთავად მაგრამ რუნი ყველაფერია მეკარის გარდა wink love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივლისი 2016 23:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ რას იზამს ზლატანი, კი ოძახის ახლა უფრო ახალგაზრდა ვარო და
0
№6
ავტორი: fergia
27 ივლისი 2016 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ბევრ კარგს გააკეთებს ზლატანაა..
0
№7
ავტორი: stepno
28 ივლისი 2016 04:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Magar janzeaa bijoo tipii raa chemii pexebia 34 welii gadaoobt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top