ხვალ მოურინიო თავის პირველ მანჩესტერულ დერბის გამართავს. მატჩის წინ "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო ვარჯიში ჩაატარეს.
ჟოზე მოურინიომ ჩინეთში 25 ფეხბურთელი წაიყვანა. გუნდს შეუერთდნენ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი გამოსვლა ტურნირის მერვედფინალში დაასრულეს, თუმცა მათ შორის არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დასვენებისთვის დამატებითი დრო მიიღო. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღონ დე ხეამ, სმოლინგმა და რუნიმ.