თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1865,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ჩემი მიზანი მეოთხე ადგილი არ არის"
ჟოზე მოურინიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
მოურინიო:
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, ჩემი გუნდი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებაო, პორტუგალიელი სპეციალისტი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე უარს არ ამბობს.

"წითელი ეშმაკები" მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ და ამის პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას დაისახავენ მიზნად, თუმცა მოურინიო მეოთხე ადგილს არ დასჯერდება და უფრო დიდ მიზანს ისახავს.

"მფლობელებისა და მისტერ ვუდვორდის შეტყობინება ასეთი იყო: "გამოიყენე შენი სამი წელი, აკეთე შენი საქმე, გააუმჯობესე გუნდი და ამ სამ წელიწადში კუთვნილ ადგილას დაგვაბრუნე". ჩემი პასუხი კი ის იყო, რომ ვუთხარი, მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლებ-მეთქი.

მე ჩემპიონობა მინდა. სეზონის დაწყებამდე ვთქვა, რომ ოთხეულია ჩემი მიზანი? ოთხეული არ არის მიზანი. ჩვენ იმისათვის ვითამაშებთ, რომ გავჩემპიონდეთ.

თუ სეზონის მიმდინარეობისას გავაცნობიერებთ, რომ ქულათა სხვაობა ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას არ იძლევა, ახალ მიზანს დავისახავთ და თუ ჩემპიონობა აღარ შეგვეძლება, მაშინ ოთხეული იქნება მიზანი",
- განაცხადა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chestersa
24 ივლისი 2016 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
კი კარგია რომ ასეა განწყობილი და არა დებილი ვან გაალივით. დაწყებამდე თუ 4 ადგილის სურვილი გაქ მაქსიმუმ ჩათვალე რომ 4 ადგილი საოცნებო დაგრჩება როგორც ვან გაალს მაგრამ ძალიან ამპარტავანია ეს ამდენი ლაპარაკიც არ შეილება ამ თემაზე თითქმოს ტრაბახში გადასდის უკვე.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ივლისი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ღაბაბას წააკითხეთ ვინმემ ეს ინტერვიუ რა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: ikeoni
24 ივლისი 2016 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Im *** kacs otxeuli uxaroda
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 ივლისი 2016 18:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონობა ჩვენც გვინდა მარა პირველივე სეზონში გუნდის აზრზე მოყვანა და ლიგაზე დაბრუნებაა პრიორიტეტი
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
24 ივლისი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მიდი მაუ
0
№6
ავტორი: united legends
24 ივლისი 2016 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მანჩესტერს ყოველთვის უნდა ქონდეს ყველაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის ამბიციები
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
24 ივლისი 2016 20:07
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
აბა რა მოუ ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ჩემპიონობისთვის უნდა ვბრძოლობდეთ და არა მარტო იმისთვის რომ მარტო 4 შევაღწიოთ.
0
№8
ავტორი: stepno
24 ივლისი 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ააბაა რააა feel
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 00:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა იბრძოლოს აბა რა
0
№10
ავტორი: LASHQARA
25 ივლისი 2016 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაფერი გამოჩნდება ჩემპიონობა უნდა თუ ცარიელი ლაპარაკია, მოლოდინი დიდია ტრანსფერებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე, ვნახოთ რა ფეხბურთს შემოგვთავაზებს მაურინიო მანჩესტერში love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top