ინგლისის ნაკრების კაპიტანი, უეინ რუნი "სამი ლომის" ახალ მენეჯერ, სემ ელერდაისს მიესალმება და მისი დანიშვნით მოხარულია.
რუნი მიიჩნევს, რომ ელერდაისი - შესანიშნავი არჩევანია და ინგლისის ნაკრები ახალ მწვრთნელთან წარმატებების მოლოდინშია.
ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, ძალიან ბევრი ჭორი იყო იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით ინგლისელი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, მაგრამ უეინი, რომელსაც ძალიან მალე 31 წელი უსრულდება, "სამ ლომისთვის" ასპარეზობასა და სემ ელერდაისთან მუშაობას გააგრძელებს.
"ვფიქრობ, ეს კარგი არჩევანია. ძალიან მალე სემი გუნდის თამაშის სტილს შეცვლის და ვიმედოვნებ, რომ იგი წარმატებებს მოგვიტანს. მე იგი მოედანზე ბევრჯერ ვნახე და სემს პრემიერ ლიგის კლუბებიდან, როგორც ჩემს პარტნიორებს ისე ვიცნობ.
რაც შემეხება მე, ნაკრებში ასპარეზობას ვაგრძელებ. ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველა მეკითხებოდა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შემიცვლია,"-აცხადებს უეინი