პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა თითქმის ყველა გუნდს შეუძლია მომავალ სეზონში და ეს "ლესტერ სიტიმ“ გასულ წელს დაგვანახა.
ჟოზემ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა , რომ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელებმა მოიყარეს თავი პრემიერ ლიგაში და ეს უფრო კონკურენტულს ხდის ნებისმიერ გუნდს .
ჟურნალისტმა, მას კითხა არის თუ არა ტიტულების მოსაგებად მზად და აქვს თუ არა ამის იმედი .
“რა თქმა უნდა დიდი იმედი მაქვს, არ ვაპირებ უბრალოდ ვიჯდე და ვუყურო როგორ აღნიშნავს მოწინააღმდეგე ჩემპიონობას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ.
სეზონის სტარტისთვის უკვე სრულ მზადყოფნაში ვიქნებით და მაშინ გაიგებთ რა შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემი მეთაურობით . ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი “ენფილდსა“ და “სტემფორდ ბრიჯზე“ იქნება, რადგან ეს ორი ადგილი ძალიან ავტორიტეტულია. - განაცხადა ჟოზე მოურინიომ