თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2016, 18:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1228,
კომენტარები: 0
რუნიმ გუნდში საკუთარი ახალი პოზიცია გაამხილა
უეინს ახალი როლი აქვს.
რუნიმ გუნდში საკუთარი ახალი პოზიცია გაამხილა
უეინ რუნიმ გაამხილა, რომ ლუი ვან გაალის მსგავსად, ახალ სეზონში ჟოზე მოურინიო მას სიღრმეებში არ გამოიყენებს და შემტევის პოზიციაზე ათამაშებს.

"იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა აღიარა, რომ ჟოზე მოურინიოს თქმით იგი გულშემატკივრებს "ათიანის" პოზიციაზე მოევლინება.

ჟოზემ სადებიუტო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ინგლისელი ლიდერის გამოყენებას ნახევარდაცვაში არ აპირებდა.

"ეს თავისუფალ როლს ძალიან გავს, სადაც თამაშით ძალიან აღფრთოვანებული ვარ.

მან[ჟოზემ] მე "ათიანზე" თამაშის შესახებ მითხრა. ეს არის ის, რაზეც უკვე ვმუშაობ, რომ გოლების გასატანად სწორი პოზიცია შევარჩიო. გოლები მთელი კარიერის მანძილზე გამქონდა და გატანის უნარში ეჭვიც არ მეპარება. ვიმედოვნებ, ამას ახალ სეზონშიც შევძლებ.

მინდა, რომ ვიყო ჩართული თამაშში. ამჟამად ვთამაშობ ჟოზესთვის, რომელსაც ფეხბურთელების სიღრმისეულად ჩართვის არ ეშინია.

ეს არის თამაშის განსხვავებული გზა, განსხვავებული მწვრთნელი და განსხვავებული იდეა, რომლის მოტანაც თუ კლუბში შევძელი, მჯერა, რომ შევქმნი შანსებს და გავიტან გოლს,"
-აცხადებს უეინი

წყარო: Goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top