ურუგვაელმა მცველმა "უიგანის" წინააღმდეგ ჟოზე მოურინიოს სადებიუტო მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, გუნდთან ერთად აზიაში, ბუნდესლიგაში განხორციელებული ტრანსფერის გამო არ გაემგზავრა.
გილიერმოს დებიუტი "ეშმაკების" პირველ გუნდში, 2015 წლის 5 დეკემბერს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში შედგა. ურუგვაელმა "იუნაიტედის" მაისურით საბოლოოდ 10 მატჩი ჩაატარა, ასევე მან "უაით ჰართ ლეინზე" 21 წლამდელთა გუნდის რიგებში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ დრამატულ მატჩში გოლი გაიტანა.
სამხრეთ ამერიკელი მცველი "ოლდ ტრაფორდს" 2013 წელს, "პენიაროლიდან" შეუერთდა. 2014 წელს კი მან კარიერა იჯარით მადრიდის "რეალის" კასტილიაში გააგრძელა.