ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ხუან მატასთვის ადგილი არის და იმედოვნებს, რომ ესპანელი ამისთვის იბრძოლებს.
მოგეხსენებათ პორტუგალიელმა, ესპანელი "ათიანი" 2014 წლის იანვარში, "ჩელსიდან" გაუშვა.
"იუნაიტედის" ბოსმა განაცხადა, რომ უკმაყოფილო ფეხბურთელებს შეუძლიათ გუნდი დატოვონ, თუმცა, იგი მატასგან ასეთ ნაბიჯს არ ელოდება.
"ის აქ არის და მუშაობს კარგად. ხუანმა იცის, რომ მე მას კარგ ფეხბურთელად ვთვლი და გუნდში მისი ადგილი არის.
31 აგვისტომდე ფანჯარა ღიაა ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც კლუბში ბედნიერი არ არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ მატა ბედნიერია.
არ ველოდები, რომ იგი კლუბს დატოვებს. ვიმედოვნებ, ის მუშაობასა და ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
შემადგენლობაში ადგილი ყველასთვისაა. ჩვენ პრემიერ ლგიაში 38 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, ასევე გვაქვს უამრავი შეხვედრა ევროპის ლიგასა და თასზე. მოდით ვთქვათ ასე, 22 ფეხბურთელი, ადგილი ხუანის ჩათვლით ყველასთვის არსებობს."
მატა 2012 წელს გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, მომდევნო სეზონში მან კარიერა სხვა კლუბში გააგრძელა.
"პირველ რიგში, ყოფილ კლუბში მუშაობისას ყველასთვის გაუგებარი რამ იყო ის, რომ მე ხუანისთვის კლუბის დატოვების შესახებ არაფერი მითქვამს. თავის მხრივ, ხუანის გაყიდვის შესახებ ხელმძღვანელებისთვისაც არაფერი მითხოვია.
ეს იყო მხოლოდ მისი გადაწყვეტილება და არ მსურს, რომ ფეხბურთელებმა კლუბი დატოვონ.
აი რატომ ვფიქრობ, რომ ყოველ ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი, რადგან იგი კლუბს ტოვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ჩვენთან არ სურს.
ხუანი ჩვენს უკანასკნელ კლუბში არ იყო ბედნიერი, რადგან იგი ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მას ყველა თამაშის ჩატარება სურდა.
მატას ჰქონდა ფანტასტიკური შეთავაზება ისეთი დიდი კლუბისგან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და მან წასვლა არჩია. "ჩელსიმაც" დიდი წინადადებით მიმართა, თუმცა, ფინანსურად ეს უფრო ხელსაყრელი იყო.
ჩვენ არ ვიზიარებთ იმ ძველმოდურ იდეას, რომ: "მე არ ვყიდი ფეხბურთელებს იგივე ქვეყანასა და ჩემპიონატში."