მადრიდის “რეალის“ უკანა ხაზელი უარყოფს ყოფილ თავკაცთან მუშაობის გაგრძელებას.
როგორც ჩანს “ფრანგი“ კმაყოფილია მისი ამჟამინდელი გუნდით და წასვლას არ აპირებს. ჟოზე მოურინიოს დაცვის ხაზში ვარანი - ბაიის დუეტი სურდა, თუმცა ვარანის ამ განცხადების შემდეგ მოუწევს სხვა მცველზე ფიქრი.
ერთ-ერთი კანდიდატურა ევერტონის ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონ სტოუნსია, რომელიც გასულ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ჟოზემ განაცხადა, რომ შეუძლია ბაიის გაუმჯობესება ისე, როგორც ვარანი.