თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2013, 22:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 17
"მანჩრსტერ იუნაიტედმა" "ლივერპულსაც" სძლია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს წინ სვლას, სრული სისწრაფით – ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" არ დათმო ქულები, თავის პრინციპულ მეტოქესთან – "ლივერპულთან" და ანგარიშით 2 – 1 მოიგო მატჩი.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა დაცვაში ნამენია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დაყენება გადაწყვიტა. თავდასხმაში, კი რობინ ვან პერსის დენი ვებეკი დაუყენა. მათ ზურგს, კი უკნიდან, შინჯი კაგავა ამაგრებდა.

"წითლებმა" დანიელ სტარიჯი სკამზე დასვეს, მინდორზე გამოჩნდა ფაბიო ბორინიც, რომელსაც ტრავმის გამო, ოქტომბრიდან აღარ უთამაშია. როგორც მოსალოდნელი იყო, ხოსე ენრიკეს ტრავმამ გლენ ჯონსონი იძულებული გახადა, მარცხენა მცველის პოზიციაზე ეთამაშა, ხოლო მის საპირისპირო ფლანგზე, კი ანდრე ვიზდომი თამაშობდა.

მატჩი დაიწყო, მომენტების ნაკლებობით, მაგრამ მასპინძლების სერიოზულმა შეტევამ გუნდს გოლი მოუტანა. მეცხრამეტე წუთზე ვიზდომმა ხელი ვერ შეუშალა პატრის ევრას, მარცხნიდან პასის გაკეთებაში, ხოლო რობინ ვან პერსიმ, კი დანიელ აგერს თვალის დახამხამებაში გაექცა, დაარტყა კარის მიმართულებით და ანგარიში გაიხსნა, 1 – 0 !

"მანჩრსტერ იუნაიტედმა" "ლივერპულსაც" სძლია.


"იუნაიტედს" გოლმა თავდაჯერებულება შეჰმატა, ხოლო სტუმრები თავის დაცვას ცდილობდნენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ, ვან პერსიმ ეშლი იანგის შესანიშნავი პასით, კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ ბურთი მაღლა წავიდა. რამოდენიმე მომენტი ჰქონდა ველბეკსაც, რომელიც თამაშს თავის თავზე იღებდა და მეტოქის საჯარიმოში შურდულივით შეიჭრა, მაგრამ მის დარტყმულს აგერი გადაეფარა, მეორე დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.

შესვენებამდე "ეშმაკუნებს" შეეძლოთ ანგარიშის გაორმაგება, რადგან ჰქონდათ რამოდენიმე კარგი მომენტი. ტომ კლევერლიმ შესანიშნავად დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი მცირედით აცდა კარს. პირველი ტაიმის დამატებით წუთზე, კი რობინ ვან ოერსიმ ტეხნიკური დარტყმით სცადა პეპე რეინას კარის დალაშქვრა, მაგრამ საიდანღაც მარტინ შკრტელი გამოჩნდა და ბურთი გამოიტანა კარიდა – ხოლო კაგავამ სცადა გამოვარდნილ ბურთზე თამაში, მაგრამ ფეხი რეინას მოარტყა.

შესვენების შემდეგ, ბრენდონ როჯერსმა მინდორზე, "ლივერპულის" ახალწვეული, დანიელ სტარიჯი გამოუშვა, რომელმაც ლუკას ლეივუ შეცვალა. "მერსესაიდელები" მეორე ტაიმის დასაწყისშივე ცდილობდნენ წინ წასვლას, მაგრამ "იუნაიტედის" დაცვა მათ შეტევებს აღშობდა

"მანჩრსტერ იუნაიტედმა" "ლივერპულსაც" სძლია.


53 წუთზე, მატჩის მთავარ არბიტრს, ჰოვარდ ვებს შეეძლო შკრტელის მინდვრიდან გაძევება, რადგან მან ველბეკი წააქცია, რომელიც მეკარესთან ერთი–ერთზე გადიოდა. არბიტრმა, შეიცოდა შკრტელი და მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოისაზღვრა. დაინიშნა ჯარიმა "ლივერპულის" კარის წინ და ვან პერსის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს პატრის ევრა გამოეხმაურა. პატრისის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ შეეხო ნემანია ვიდიჩს და ბურთი რეინას ხელში გაძვრა, ანგარიში კი 2– 0 გახდა !

"მანჩრსტერ იუნაიტედმა" "ლივერპულსაც" სძლია.


მაგრამ 4 წუთის შემდეგ "წითლებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს. სტივენ ჯერარდმა ბურთი დე ხეას მიმართულებით დაარტყა, ხოლო დე ხეამ ის არც ის შორს მოიგერია. რაფაელ და სილვას, კი გამოეპარა დანიელ სტარიჯის ჩართვა, რომელმაც დამატებაზე წარმატებით ითამაშა, 2 –1 !

64 წუთზე "იუნაიტედს" შეეძლო კომფორტული ანგარიშით, ეთამაშათ. ველბეკმა პარტნიორზე პასის გაკეთება დააპირა და ასხლეტილი ბურთი კაგავას მიუვიდა, რომელმაც კარგი დარტყმით ბურთი კარის მიმართულებით გადაგზავნა. პეპე რეინამ, კი ბურთი ისევ მოიგერია.

"ლივერპულმა" მაინც შეძლო თამაშის გათანაბრება და ინიციატივა ხელთ იგდო. 85 წუთზე საკამოდ აქტიურმა სტარიჯმა ისევ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი მაღლა წავიდა. სტუმრებს კიდევ ჰქონდათ რამოდენიმე მომენტი, მაგრამ "მანჩესტერი" არ გატყდა.

"მანჩრსტერ იუნაიტედმა" "ლივერპულსაც" სძლია.


მეორე ტაიმის მიუხედავად, "ლივერპულმა" მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. გუნდმა საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა და ლუის სუარესმაც მატჩი ჩააგდო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამოდენიმე საათით 10 ქულიანი სხვაობით გადაუსწრო "ქალაქელებს" სატურნირო ცხრილში.


წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
13 იანვარი 2013 22:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დახრილი შრიფტი რომ გამოვიყენე ბოდიში სხვა გზა არ მქონდა......
0
№2
ავტორი: love united
13 იანვარი 2013 22:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო...მაგრამ ამდაგვარი ხო დაიდო უკვე მგონი?..გავს ცოტათი..
0
№3
ავტორი: UTD-Rule
13 იანვარი 2013 22:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ამის დადებას მე ვაპირებდი : )) კარგია რომ მოვიგეთ აი სურათიც გავუკეთე ამ სიახლეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Amanda Seyfried
13 იანვარი 2013 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ლივერპულს კიარა ვინც გადვაგვეღობება ყველას ვძლევთ
0
№5
ავტორი: always ReD
13 იანვარი 2013 23:33
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
პროსტა ის არ დამევასა როგორ გაბედეს და ის წითელი რაღაცა როგორ დაგვინტეს რა:D
0
№6
ავტორი: VaRdo
13 იანვარი 2013 23:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლადოა აკრგია. დადე ხოლმე ესეთი სიახლე მატჩის შემდეგ ხოლმე და რაც მალე მით უკეთესი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: don_vini
13 იანვარი 2013 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგი სტატიაა და კიდვე ერთხელ გილოცავთ ყველას derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№8
ავტორი: ლადო
13 იანვარი 2013 23:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
VaRdo,
ასეთს თითქმის ყოველთამაშზე ვდებ ხოლმეე
0
№9
ავტორი: ლადო
14 იანვარი 2013 00:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
UTD-Rule,
აუ ეგეთი სურათის გაკეთებას ვერ მასწავლიი? 3d_12
0
№10
ავტორი: Hernandez
14 იანვარი 2013 01:19
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ციტატა: Lado Ghonghadze
აუ ეგეთი სურათის გაკეთებას ვერ მასწავლიი?

ფოტოშოპი უნდა და ადვილია ძააან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top