თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2016, 18:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1206,
კომენტარები: 0
ბექჰემს ჟოზეს წარმატების სჯერა
დევიდი მოურინიოზე საუბრობს.
ბექჰემს ჟოზეს წარმატების სჯერა
დევიდ ბექჰემმა ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედში" გადმოსვლას უდიდესი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი კლუბთან წარმატებებს მიაღწევს.

"იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, Sky Sports-ზე პრემიერ ლიგის ახალ რეკლამაში გადაღების შემდეგ განაცხადა, რომ მთელი ევროპის მასშტაბით ჟოზეს ტიტულების მოგების გამოცდილება, გუნდს ძველ ფორმას დაუბრუნებს.

"მე ველოდები, რომ ეს იმუშავებს. ჟოზეს მხრიდან "ჩელსის" დატოვება და შემდეგ "იუნაიტედის" მენეჯერის პოსტით, პრემიერ ლიგაში დაბრუნება, დიდი ნაბიჯია.

ლუი ვან გაალს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს "იუნაიტედისთვის" ახალი დასაწყისია.

ჩვენ უკანასკნელი 3-4 სეზონის განმავლობაში გვქონდა ჩავარდნა, რაც არ შეესაბამება იმ სტილს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონი იყენებდა."

მოურინიომ მის ყველა გაწვრთნილ კლუბთან ერთად ტიტული მოიგო და "განსაკუთრებულის" გამარჯვების გამოცდილება ბექჰემის აზრით, "იუნაიტედს" კარგ დროს დაუბრუნებს.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება გავაკეთეთ. ახლა, ჟოზე აქ არის, რომელმაც იცის თუ რა სურს თავად და როგორ მოიგოს ტიტული.

ვფიქრობ, ეს არის ის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს და მათ სჭირდებათ, რომ კვლავ საშიშნი იყვნენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ისეთი კლუბი, რომლის წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისას, ყველამ იცოდა, რომ ისინი უნდა დამარცხებულიყვნენ. აი, რატომ გვჭირდება ძველ ფორმაში დაბრუნება.

მე ვაპირებ ვუპასუხო "იუნაიტედი", თუ ისინი მკითხავენ პრემიერ ლიგის მომავალი სეზონის გამარჯვებულის ვინაობის დასახელებას. მე მუდამ მათი ღობის მხარეს ვიქნები,"
ახალი ამბები, ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top