რობინ ვან პერსი ამბობს, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო დღევანდელი მატჩი ”ლივერპულის” წინააღმდეგ.მისი თქმით, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.თამაშს ეწოდებოდა ”თავდასხმელების შერკინება”, რაც რათქმაუნდა ლუის სუარესისა და ჰოლანდიელის დამსახურებაა.”არსენალის” ყოფილი ფორვარდი უდავოდ გამარჯვებული დარჩა.მან მე-19 წუთზე გაიტანა გოლი, ხოლო მეორე ტაიმში მის ჩაწოდებულს მოჰყვა ნემანია ვიდიჩის გოლი.მიუხედავად, რომ ამ გოლის გარშემო ატყდა ხმაური, ის მაინც სამართლიანად იქნა ჩათვლილი.”ეშმაკებს” შეეძლოთ მეტი გოლის გატანა პირველ ნახევარში.მათ ბევრი რეალური მომენტი გააცუდეს.
”ეს იყო დაუჯერებელი გოლი ულამაზესი კომბინაციით.მასში ჩართულნი იყვნენ დენი ველბეკი, მაიკლ კერიკი, ასევე შინჯი და ტომიც.შემდეგ ბურთი მიუვიდა პატს(ევრას) და მან მე შესანიშნავი ჩაწოდება გამიკეთა.ეს შესანიშნავი გოლი იყო.ყველას გაცნობიერებული ჰქონდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი მატჩი იყო სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით.მოხარული ვარ, რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა ჩვენთვის.გუნდმა ჩაატარა შესანიშნავი პირველი ტაიმი და ანგარიშიც მეტი უნდა ყოფილიყო ვიდრე 1-0.მეორე ტაიმში ლივერპულს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და უტევდნენ მთელი გუნდით.ჩვენ ვეხმარბოთ ერთმანეთს, ვიბრძოდით ბოლომდე და შედეგიც სახეზეა.”
გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მანჩესტერმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში, როდესაც გოლი ნემანია ვიდიჩმა გაიტანა.მალევე ლივერპულის ახალწვეულმა, დანიელ სტარიჯმა შეაგდო გოლი.ეს იყო ერთგვარი შოკი მანკუნიანელებისთვის, მაგრამ ისინი კარგად თამაშობდნე მთელი მატჩის განვმალობაში, ასე რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
”ჩვენ არ გვსურდა გოლის გაშვება.როდესაც შენ 2 ბურთიან უპირატესობას ფლობ, ყოველთვის ცდილობ მის შენარჩუნებას.ჩვენ კი გოლი მალევე გავუშვით.ყველა ვეცადეთ დაცვაში კარგად თამაშს, ასევე ვცდილობდით მე-3 გოლის გატანას, მაგრამ ეს არ მოხერხდა.ეს იყო ძალიან რთული წუთები.ლივერპულს ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ საბედნიეროდ ვერ გამოიყენეს.მე ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიპოვეთ გამარჯვება.”-განუცხადა რობინმა მარკ ფროგატს, ”იუნაიტედის” არხის ჟურნალისტს.
კვირის მატჩში მონაწილეობა ასევე დენი უელბეკმაც მიიღო, რომელსაც ურიგო პარტიორობა არ გაუწევია ჰოლანდიელისთვის.მას არ უწევს ხშირად თამაში, მაგრამ სერ ალექსი მაინც ენდო ახალგაზრდა ფორვარდს.ვან პერსიმ არ დაიშურა შესაქები სიტყვები მის მიმართ.
”ის შესანიშნავად მოქმედებდა.დენი ჯერ ახალგაზრდაა, ბევრს ვარჯიშობს და რაც მთავარია შედეგიც კარგი აქვს.იგი არის პოზიტიური ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს ფეხბურთი.მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დღევანდელ თამაშში.”