დღეს, პოლ პოგბას სტილისტმა საკუთარ Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგი ფეხბურთელი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებდა.
"პოგბამ ახალი გუნდისთვის თმის ფერი უნდა შეიცვალოს. #მანჩესტერიუნაიტედი"-წერს ქრიზთ ოფერსონი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფრანგი ტალანტი "იუნაიტედში" გასასავლელად მზადაა და ტრანსფერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება. ცნობილია, რომ პოგბა ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონს მიიღებს.