თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2016, 19:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 7
რეზერვისტები საერთაშორისო თასზე ითამაშებენ
ახალგაზრდა "ეშმაკები" ტურნირზე იასპარეზებენ.
რეზერვისტები საერთაშორისო თასზე ითამაშებენ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ 21 წლამდელთა გუნდი პრემიერ ლიგის საერთაშორისო თასზე მიიღებს მონაწილეობას. ეს ინგლისური ტურნირია, სადაც 23 წლამდე მოთამაშეებს აქვს თამაშის უფლება და რომელშიაც სხვა ქვეყნების კლუბებიც მონაწილეობენ.

ტურნირის მიმდინარე ჩემპიონია "ვილიარეალი", რომელმაც ფინალში "პსვ" დაამარცხა.

ამ ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს 24 კლუბი, აქიდან 12 ინგლისის წარმომადგენელი იქნება. კენჭისყრის დროს, გუნდები 7 ჯგუფში იქნებიან განთესილები. თითოეულ ჯგუფში 4 კლუბი იქნება, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ 1 მატცს ჩაატარებენ. ჯგუფის გამარჯვებულები, ასევე მეორე და მესამე ადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ.

ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, გუნდს შეუძლია 23 წელს გადაცილებული მხოლოდ 3 ფეხბურთელი დაიმატოს, ასევე ამ ასაკზე უფროსი შეიძLება მხოლოდ კიპერი იყოს.

მომავალი სეზონის საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლუბები.

ინგლისი:
"ასტონ ვილა", "ჩელსი", "დერბი", "ევერტონი", "ლესტერი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მიდლსბრო", "ნორივიჩი", "რედინგი", "სანდერლენდი", "სუონსი".

ხვა ქვეყნის გუნდები: "ატლეტიკო"(ესპანეთი), "ბენფიკა"(პორტუგალია), "სელტიკი"(შოტლანდია), ზაგრების "დინამო"(ხორვატია), "ფეინოორდი"(ჰოლანდია), "ჰერტა"(გერმანია), "პსვ"(ჰოლანდია), "სპარტა"(პრაღა), "ვალენსია"(ესპანეი), "ვილიარეალი"(ესპანეთი), "ვოლფსბურგი"(გერმანია).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" აღნიშნა, რომ ამ ტურნირზე მონაწილე არც ერთი 21 წლამდელი ფეხბურთელი, ახალგაზრდულ პრემიერ ლიგაში(U21) არ იასპარეზებს.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
21 ივლისი 2016 19:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესოა, რა შემადგენლობით იასპარეზებს ამ ტურნირზე "იუნაიტედი"
0
№2
ავტორი: LASHQARA
21 ივლისი 2016 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ახალგაზრდებისთვის კარგი იქნება მეტი შანსი მიეცემათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ტალანტიც არ დაიკარგება და გზა ხსნილი ექნებათ დიდი ფეხბურთისთვის love am
0
№3
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2016 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Warmstebebiii ❤️
0
№4
ავტორი: gela-manchesteri
21 ივლისი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
წარმატებები ბიჭებს
0
№5
ავტორი: fergia
21 ივლისი 2016 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
კარგი ტურნირია ახალგაზრდების განვითარებისათვის..
0
№6
ავტორი: stepno
21 ივლისი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა კარგი ტურნირი იქნება love
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2016 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წარმატებები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top