იუნაიტედმა არაჩვეულებრივ შეხვედრაში დაამარცხა თავისი მოსისხლე მტერი ანგარიშით 2-1
მანჩესტერს უკვე ჩვევად გაუჯდა მეორე წრეში თამაშის გამოსწორება, რასაც გუნდი პირველ წრეში ვერ ახერხებს. იუნაიტედმა არაჩვეულებრივ შეხვედრაში დაამარცხა თავისი მოსისხლე მტერი ანგარიშით 2-1.
მანჩესტერი უკვე პირველივე წუთებიდან დაეუფლა ბურთს, რის შედეგაც ლივერპული მეორეხარისხოვან გუნდად იქცა მოედანზე. გულშემატკივვრებს ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს "წითელი ეშმაკები" ვარჯიშს ატარებდნენ ოლდ ტრაფორდზე. მატჩის დაწყების პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ ლივერპული ვერ გადაურჩევოდა მარცხს.
ნახევარდაცვა სრულ კონტროლში იყო, ტომ ქლევერლიმ და მაიკლ ქერიქმა თავისი საქმე არაჩვეულებრივად შეასრულეს. შინჯი კაგავა, დენი უელბექი და ეშლი იანგი სუფთად თამაშობდნენ ფართო სივრცეში, დანარჩენ შავ სამუშაოს კი რობინ ვან პერსი აკეთებდა.
ლივერპული შედარებით უფრო დაცვაში იყო ჩართული. ლუკას ლეივს კომპანიას სტივენ ჯერარდი და ჯო ალენი უწევდა, მაშინ როდესაც ლუის სუარესი თავისი თამაშით დიდ პრობლემებს უქმნიდა მანჩესტერის დაცვას, კონკრეტულად რიო ფერდინანდს.
იუნაიტედმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. გოლის ავტორი რობინ ვან პერსი გახლავთ, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და რეინა უშანსოთ დატოვა. ეს ჰოლანდიელისათვის მეცხრე გოლი იყო მეცხრე შეხვედრაში წითლების მაისურით.
რობინს კიდევ ჰქონდა თავის გამოჩენის საშუალება, როდესაც მას იანგმა არაჩვეულებრივი გადაცემა გაუკეთა, თუმცა ჰოლანდიელმა ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება. ამას, შემდეგ მოყვა ალენის დაშვებული შეცდომა, რომლის გამოყენებას უელბექი შეეცადა, თუმცა ლივერპული აგერმა იხსნა. ამის გარდა, იუნაიტედს კიდევ ჰქონდა მომენტები, თუმცა გუნდმა ვერ შეძლო მათი რეალიზება.
პირველი ნახევარი 1-0 დასრულდა. ბრენდან როჯერს აშკარათ, რაღაც უნდა ეღონა იმისათვის რომ მატჩი გადაერჩინა და ლუკასის ნაცვლად მან დანიელ სტარიჯი გამოიყვანა მოედანზე, რომელშიც 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ინგლისელის მოედანზე გამოსვლა იქვე დაეტყო მის გუნდს. 23 წლის ფეხბურთელმა არაერთი კარგი შეტევა გააკეთა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სუარესმა. სუარესმა ცოტა ქვემოთ ჩამოიწია სტარიჯის დასახმარებლად, რამაც შედეგი მოიტანა და თავიანთ გულშემატკივრებს გული გაუხარეს.
თამაშის ვითარება შეიცვალა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა იუნაიტედს მეორე გოლის გატანაში. 54-ე წუთზე ვან პერსის მიერ მოწოდებული სტანდარტულის შემდეგ, ევრამ ჰაერში მოიგო ბრძოლა და თაური დარტყმით გაიყვანა საკუთარი გუნდი წინ.
შემდეგ მომხდარ მოვლენების გამო, დარწმუნებული ვარ ლივერპულის ყველა გულშემატკივარს ჩაუსახა იმედი მატჩის გადასარჩენათ. სტუმრები დაეუფლეს ბურთს და შეძლეს მასპინძლების ნახევარზე გადასვლა. რამოდენიმე შეტევის შემდეგ, ჯერარდის მიერ დარტყმული ბურთი დავიდ დე გეამ ისე მოიგერია, რომ ბურთი პირდაპირ სტარიჯს მიუვიდა, რომელმაც საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანა გოლი. ლივერპულმა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ თამაშის ამოქაჩვა. სტარიჯმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
როჯერსის გუნდმა საკმაოდ ააღელვა მანჩესტერი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ ლივერპულს ეს შეხვედრა გადაერჩინა. ფერგიუსონის გუნდმა კი მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.