მზადება "ბორუსიასთან" მატჩისთვის.
დღეს ჟოზე მოურინიოს გუნდმა წინასასეზონო ტურნეს პირველი ვარჯიში გამართა. 22 ივლისს "წითელი ეშმაკები" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველ მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდებიან.
25 კაციანი შემადგენლობა, რომელიც მიმდინარე ტურნეზე მიიღებს მონაწილეობას შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, სემ ჯონსტონი.
მცველები: ერიკ ბაიი, დეილი ბლინდი, ტიმოთი ფოსუ-მენსა, აქსელ ტუანზებე, ფილ ჯონსი, პედი მაკნეირი, ლუკ შოუ, მარკოს როხო, კრის სმოლინგი,.
ნახევარმცველები: ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ადნან იანუზაი, ჯესი ლინგარდი, ჰენრიხ მხითარიანი, ხუან მატა, მემფის დეპაი, ანდრეას პერეირა, ეშლი იანგი.
თავდამსხმელები: უილ კინი, მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი.