მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ წინასასეზონო ტურნეზე, ვარჯიშსა და მატჩების დროს გუნდი რიტმსა და რუტინას უბრუნდება.
35 წლის ნახევარმცველი, რომელიც გუნდთან ერთად ოთხშაბათს, აზიაში ჩავიდა, "ბორუსიასა" და "სიტის" წინააღმდეგ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.
ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, მაიკლმა MUTV-სთან ტურნეს მნიშვნელობასა და ფორმაზე ისაუბრა.
ფეხბურთელების მიზნის შესახებ დასმულ კითხვაზე, ინგლისელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"წლის ამ დროს, როგორც ინდივიდუალურობა, ასევე გუნდური თამაში მზადყოფნისთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს, გსურთ გააკეთოთ ყველაფერი სწორად და შეეგუოთ რიტმსა და რუტინას.
ამას ყველა სხვადასხვა გზით აკეთებს; ზოგიერთი სეზონისთვის სწორად ემზადება. ეს ყველაფერი ეხება სეზონისთვის მზადებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ასევე კარგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩინეთში გულშემატკივრების ნახვა. ამ წელს, აზიაში ორი დიდი მატჩი გვაქვს ჩასატერებელი და ამას მოუთმენად ველით. რა თქმა უნდა, ჩვენ მატჩების მოგება და პოზიტიურ განწყობაზე დადგომა გვინდა.
არსებობს ბევრი რამ, რაც ამ მოგზაურობის დროს უნდა მოიპოვო. ოპონტენების ხარისხი არის ძალიან მაღალი, ასე რომ, ეს ჩვენთვის გამოცდა იქნება. ტურნე ძალიან კარგია ახალწვეულებისა და მწვრთნელის გასაცნობად."