შოუ ტურნეზე საუბრობს.
21 წლის ინგლისელი მარცხენა მცველის, ლუკ შოუს თქმით, ჩინეთში წინასასეზონო ტურნეზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა შეასრულოს მიზნები სამი მიმართულებით.
მოგეხსენებათ, 22 ივლისს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, პირველ მატჩს "წითლები" შანხაიში, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო რამდენიმე დღეში ისინი თანაქალაქელ "სიტის" პეკინში დაუპირისპირდებიან.
მატჩები, ყოველდღიური ვარჯიში, პლუს ცხელ და ტენიან პირობები არის ფორმის ნაწილი, რომელზეც "იუნაიტედმა" ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა იმუშაოს.
შოუ აღიარებს, რომ ჟოზე მოურინიოსთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია აზიელ გულშემატკივარზე შთაბეჭდილების მოხდენა, რომლებსაც თავიანთი გმირების ხილვის საშუალეა იშვიათად ეძლევათ.
"მსმენია, რომ ჩინეთში "იუნაიტედის" გულშემატკივრები, გიჟები არიან, სწორედ ამიტომ იქ ჩასვლასა და რამდენიმე მატჩის ჩატარებას მოუთმენლად ველოდები.
ეს ეხება წუთებს, თუმცა, გვსურს, რომ მოვახდინოთ შთაბეჭდილება გულშემატკივრებზე, ისევე როგორც ახალ მწვრთნელზე, რომელსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება. ვიმედოვნებ, ჩვენ კარგ დროს გავატარებთ."შოუმ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ, "უიგანის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა მიიღო.
"ყოველი წინასასეზონო მზადება ჩემთვის მნშივნელოვანია, რადგან მსურს, რომ სეზონის დაწყებამდე ფორმაში ვიყო, მაგრამ რა თქმა უნდა მე 10 თვის განმავლობაში არ მითამაშა.
ყველას სურს, რომ საკუთარი სხეული სწორად გამოიყურებოდეს. როდესაც შენ პირველად ბრუნდები, არსებობს პატარა სიძნელეები, რომელზე მუშაობაც გმართებს. ტურნეზე მთავარი სეზონის დაწყებამდე ფორმაში ჩადგომა და უახლოესი მატჩებისთვის მზადებაა."ინგლისელმა ასევ ახალწვეულებზეც ისაუბრა:
"ტური ახალ მოთამაშეებს გარემოსთან შეგუებასა და ყველას ახლოს გაცნობაში ეხმარება, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ახალწვეულებისთვის, გუნდში რთული პერიოდი არასდროს ყოფილა, რადგან ერთმანეთთან მუდამ მეგობრულად ვართ განწყობილნი. "წყარო:
ManUtd.com