'მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელი მცველი ფილ ჯონსი უკვე მზადაა დაუბრუნდეს თავის გუნდს.სავარაუდოთ "ჩელსითან" მატჩში ის მზად იქნება თავის გუნდს დაეხმაროს.მან უკვე დაიწყო ვარჯიში პირველ გუნდში.
ჯონს ამ სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია "წითლების" მაისურით. ეს ყველაფერი გამოიწვია მუხლზე გაკეთებულმა ოპერაციამ, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში გაიკეთა.
20 წლის ჯონსი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ის 8 კვირის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს , მაგრამ ის აცხადებს , რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ის კარგად გრძნობს თავს და მუხლი აღარ აწუხებს.
"Goal.Com" - იუწყება, რომ ის დაბრუნდება თვის ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვან მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ.
ფილ ჯონსის და კრის სმოლინგის დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს უფრო მეტ არჩევანს მისცემს მცველის პოზიციაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯონს შეუძლია ითამაშოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე , ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე , ნახევარმცველის პოზიციაზე.მან წინა სეზონში "წითელ ეშმაკებთან" ერთად 41 მატჩი ჩაატარა.
წყარო: MANUTD8.COM
სტატიები, ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.