წინასაეზონო ტურნესთან დაკავშირებით, ინგლისის თასის გმირმა, ჯესი ლინგარდმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდის 8 კითხვას უპასუხა.
პირველად, რას ელოდები ჩინეთში გამართული ტურნესგან?
ჩვენ აქ ადრეც ვყოფილვართ და ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. ფანებს უყვართ კლუბი. კარგი იქნება ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, იმის დანსახად თუ რა შეუძლიათ.
როგორ აღწერდი მხარდაჭერას, რომელს იღებ აზიელი გულშემატკივრებისგან?
ისინი უბრალოდ კლუბზე გაგიჟებით შეყვარებულები არიან! კარგია იმის დანახვა, თუ როგორ უყვართ მათ "იუნატედი" და მომწონს, რომ ჩვენც შეგვიძლია მათ რაღაც დავუბრუნოთ.
როგორ დაგამახსოვრდა 2012 წლის ტური და "შანხაი შენუას" მინიმალური ანგარიშით დამარცხება?
მოგებით კმაყოფილნი ვიყავით, რაც შეეხება შანხაის ეს შესანიშნავი ქალაქია. ჩვენ ქალაქში დავდიოდით, რაც ნამდვილად საოცარი იყო. უკან დაბრუნება კი შესანიშნავი გრძნობაა.
ყოფილხარ თუ არა ოდესმე ბეიჯინგში?
იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გამიგია "ჩიტის ბუდეზე" და ეს ნამდვილად გენიალური სტადიონია. ვფიქრობ, იქ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იქნება შეკრებილი. გქონდეს დერბი საზღვარგარეთ ეს დამატებითი გამოცდილებაა და მის მისაღებად მზად ვართ.
რა სიტყვაა ის, რაც ტურნეს გაგონების დროს გახსენდება?
სირბილი[იცინის]!ეს არის მთავარი. ყველაფერი დამოკიდებულია ფიტნესზე დიდი დასვენების შემდეგ, საკუთარი ფორმის აღდგენასა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე.
მოთამაშეების პერსპექტივიდან, რა არის ტურნეზე კარგი ჩართვა?
სირბლის ნაწილი აქ მნიშვნელოვანია, რადგან გსურთ პირველივე თამაშში 90 წუთის განმავლობაში მონაწილეობის მიღება. ბურთთან მუშაობა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულის არდადეგების შემდეგ, თქვენ თითქმის არ დაგირტყამთ.
რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ვარჯიში?
ვარჯიში შესაძლოა ნამდვილად რთული გამოდგეს, მაგრამ გასვლითი ტურის დროს შენ, მხოლოდ საკუთარ ფორმაზე მუშაობ. ტურის დროს, რა არის ყველაზე სასიამოვნო?
მატჩებში მონაწილეობის მიღება. ის არის რამდენიმე დღეში ერთხელ. შენ თითქმის ყოველთვის გიწევს თამაში და კარგია, რომ სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობ. ასევე ეს კარგია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც პირველ გუნდთან ერთად გამოცდილების მიღება სურთ.