ინტერვიუ ლეგენდარულ "ეშმაკთან".
გასულ სეზონში, ამერიკაში გამართული წინასასეზონო ტურნეს გამოტოვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა და MUTV-ს ექსპერტი პედი კრერანდი, ჩინეთში გასამართ ტურნეს მოუთმენლად ელოდება. 1968 წელს ევროპის თასის ჩემპიონთან Inside United-მა ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.
თქვენ ამერიკაში გამართული ტურნე გამოტოვეთ... რა ხდებოდა იქ პედი?ეს იყო შეცდომა! ვფიქრობდი, რომ ჩემი ვიზა წესრიგში იყო, თუმცა სინამდვილეში ასე არ გამოდგა. პასპორტში ვადა ვაკვირდებოდი და ყველაფერი მშვენივრად იყო, თუმცა ვიზის შესახებ არაფერი გამხსენებია, რის გამოც შემდეგ ჩემს თავს უწესრიგობა ეხვია. ეს იყო დიდი იმედგაცრუება, რადგან მე ვერ წავედი "იუნაიტედთან" ამ შესანიშნავ მოგზაურობაზე, სადაც შენ ხედავ ხალხის განსაცვიფრებელ მხარდაჭერას და მათ ხვდები. ეს იყო საშინელი გამოცდილება.
მიუხედავად ამისა, თქვენ მოხარული უნდა იყოთ, რომ ტურნეზე მიდიხართდიახ, ეს გასულ წელს დავივიწყე. მე არდადეგებისთვის საუკეთესო არ ვარ, მივდივარ რამდენიმე დღით, თუმცა, დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს არის ჩემი არდადეგები. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ჩემი ცოლის დადიც მოგზაურობებზე, რადგან არ მინდა მკითხველებმა იფიქრონ, რომ მე ეგოისტი ვარ. საქმე ამაში არ არის![იცინის]
როგორია პედის ცხოვრება ჩინეთში? - ეგუებით კულტურას, თუ მასთან ბრძოლა გიწევთ?
მე იქ რამდენჯერმე ვიყავი და ეს ფანტასტიკური იყო. აქ გაიგებ ძალიან ბევრს სხვადასხვა ქვეყნებისა და პოლიტიკის შესახებ, ასე რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, თუმცა, ჩინეთში ყოფნით ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს შესანიშნავი ქვეყანაა. დიდი რამ მოგზაურობის შესახებ არის ის, რომ აქ ხალხი რეალური სახე აქვს. დაივიწყეთ პოლიტიკური შეხედულება - ამას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ჩინეთში ფეხბურთზე შეშლილები არიან. ისინი "იუნაიტედს" ფანტასტიკურად ქომაგობენ, რაც მართლაც ბრწყინვალეა, აქ ისეთ რაღაცას გაიგებ კლუბზე, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი გსმენიათ.
სტიუარტ გარდნერი ამბობს, რომ თქვენ ჩინელ გულშემატკივრებს აღმერთებთ.
MUTV-ს ისინიც ადევნებენ თვალს ასე რომ, ეს ნამდვილად ასეა. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ეს ტელევიზია ყველაზე პოპულარულია ბრიტანეთში, მაგრამ ის მსოფლიოს მასშტაბით უყვართ. ტურმა ამაზე თვალი ამიხილა! ხალხს, რომლებიც "ოლდ ტრაფორდთან" ახლოს არ ცხოვრობენ, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ამ მოედანზე უფრო მეტი ესმის.
ხართ თუ არა მომავლ კვირას ჟოზე მოურინიოს ხილვით დაინტრიგებული?
დიახ, ამას მოუთმენლად ველი. მე არ ვიცნობ მას კარგად. ჟოზეს მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ მას შესანიშნავი ენთუზიაზმი აქვს. მახსოვს, როდესაც "პორტომ" "ოლდ ტრაფორდზე" 2-2 ითამაშა და მოურინიო ხაზიდან გამორბოდა. შესაძლოა მას ეს ახრჩობდა კიდეც![იცინის] რამდენჯერაც შევხვდი, მასში დიდი ქარიზმატუი ხასიათი აღმოვაჩინე.
2013 წელს, თქვენ ჟოზესთან მატჩის დროს ინტერვიუ ჩაწერეთ. როგორი იყო ეს მეორე შეხვედრა?
ეს იყო შესანიშნავი. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ქარიზმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გააჩნია. ჟოზეს ყველა ცნობს, რადგან, როცა ის ოთახში შედის, ნამდვილი ბზუილი ისმის. მან სხვადასხვა კლუბებთან ერთად ფეხბურთისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებისთვის მივიწევთ. ვარ არანორმალური? შესაძლოა და არ ვფიქრობ, რომ ის სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას დაასრულებს. ის მატჩში შესანიშნავი მოსწავლეა.
ყოველივე მანჩესტერულ დერბიზე, მოურინიოსა და გვარდიოლასკენ იქნება მიპრყობილი. აღფრთოვანებული ხართ ამით?ეს იქნება ძალიან სასაცილო! უნდა ვიყოთ სამართლიანი, ჟოზეს ინგლისური ფეხბურთისა და დაპირისპირებების ესმის. პეპი კი ინგლისში არასდროს ყოფილა ასე რომ, მანჩესტერული დერბი მისთვის კულტურული შოკი იქნება. შესანიშნავია, როდესაც ქალაქში ორი დიდი მწვრთნელი გვყავს. მე ქალაქის ცენტრში ხშირად ვიმყოფები, რადგნ დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, "სიტის" ფანებთან ერთად. მანჩესტერი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია, როგორც ფეხბურთის ქალაქად და ამ ორ მენეჯერთან ერთად უფრო პოპულარულიც იქნება.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მიდის ტურნეზე, ბევრი ვარსკვლავი კი ტურნირის შემდეგ ისვენებს. შეიძლება ახალგაზრდებმა მოახდინონ გავლენა ჟოზეზე და მწვრთნელის გეგმებში შევიდნენ?მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა ყველას სურს. ცუდია, რომ ჩინელები ყველა დიდ ფეხბურთელს ვერ ნახავენ, მაგრამ ვარსკვლავებმა ბევრი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარეს და დასვენებაც სჭირდებათ. ახალი შემადგენლობის ხილვა კი საინტერესო იქნება. ჟოზე შეიძლება ნიკი ბატის ცოდნის აკადემიასაც დაეყრდნოს. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ მენეჯერს საკუთარი შესაძლებლობები უჩვენონ. ეს ნამდვილად საინტერესოა. თქვენ შეიძლება ნახოთ უსარგებლო, ნაგავი ფურცლები, სადაც წერია, რომ ჟოზე ახალგაზრდებს თამაშის ნებას არ აძლევს.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში ფეხბურთი უფრო პოპულარული ხდება და უფრო მეტი ფულის დაბანდებით, ელოდებით, რომ ამ ქვეყანაში დიდი ფეხბურთელები ითამაშებენ?
დიახ! მე გეტყვით რატომაც... მახსოვს, დიდი ხნის წინ, 1967 წელს, "იუნაიტედთან" ერთად ლოს ანჯელესში "ბენფიკასთან" სათამაშოდ მივდიოდით. მატჩს 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ევროპის თასის ეგიდით, ჩვენ "ბენფიკას" წინააღმდეგ "უემბლიზე" კვლავ ვითამაშეთ. ეს იყო უდიდესი მატჩი, თუმცა შეხვედრას ამერიკიდან თვალს კვლავ ათი ათასი მაყურებელი ადევნებდა. წლების შემდეგ, 2014 წელს ამერიკაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩს, უამრავი ადამიანი ესწრებოდა. აქ ნამდვილი ბუმი იყო და ჩინეთშიც იგივე მოხდება. ქვეყანაში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფიქრობთ, რომ ისინი საფეხბურთო გუნდს ვერ შექმნიან? როდესაც 300 ათასიანმა ისლანდიამ ნაკრები ჩამოაყალიბა, ეს ჩინეთსაც შეუძლია. ფეხბურთი იქ აფეთქების პირასაა.
რომ გქონდეთ საზღვარგარეთ თამაშის შანსი, როგორც ფეხბურთელს, გაცდუნებდათ თუ არა ჩინეთი თქვენ?არა, ნამდვილად არა. "იუნაიტედში" თამაშის დროს, იყო მსგავსი საუბარი "რომაში" გადასვლასთან დაკავშირებით. ეს არ იყო უბრალო გატაცება, მანამ, სანამ დენის ლოუ და ჯო ბეკერი კვლავ იტალიაში გავისტუმრე. ჩემთვის, "რომა" მთვარეზე წასვლს მსგავსი არ იყო. შეგიძლიათ წარმომიდგინოთ მე რომაულ დერბიზე? იმ დროს მე დაქორწინებული ვიყავი და უცხოეთში წასასვლელად ზედგამოჭრილი დრო არ იყო. ახლა კი ნებისმიერი ადამიანისთვის საზღვარგარეთ წასვლა ძალიან ადვილია. შეგიძლია რომში რამდენიმე საათში ჩახვიდე. ეს ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ უკან დაბრუნება ჩემთვის ნამდვილად ზედგამოჭრილი არ არის.წყარო:
ManUtd.com