ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კანტონას ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ლეგენდარული ფრანგი მანჩესტერულ კლუბში შვედ სუპერვარსკვლავს ესალმება და წარმატებებს უსურვებს.
მოგეხსენებათ, "მეფედ" წოდებულმა ერიკმა იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მხოლოდ ერთი რამ დამრჩა. მანჩესტერს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავს. თუ გინდა, შეგიძლია, პრინცი იყო და ნომერი შვიდიც შენია, თუკი გაინტერესებს. ეს არის ჩემი საჩუქარი შენთვის. მეფე წავიდა. დიდხანს იცოცხლე, პრინცო".
ამ მიმართვას, რა თქმა უნდა ქედმაღალმა ფეხბურთელმა, შემდეგნაირად უპასუხა.
"კანტონათი აღფრთოვანებული ვარ და გავიგე, თუ რა განაცხადა მან,"-ციტირებს შვედური გამოცემა Aftonbladet.
"მე არ ვიქნები მანჩესტერის მეფე. მე ვიქნები მანჩესტერის ღმერთი."