მოგეხსენებათ, მომდევნო კვირას ჩინეთის ტურნეზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება. ხუან მატა კი მიიჩნევს რომ "ეშმაკები" დორტმუნდულ კლუბს უნდა მოუფრთხილდნენ.
"ბოლო წლებში "ბორუსია" ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს. ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდნენ და გერმანიის ჩემპიონობის პრეტენდენტებიც იყვნენ. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და მათი თამაშის ტელევიზორში ნახვა ძალიან მიყვარს. ჩვენთვის ეს რთული იქნება, მაგრამ ასეთი მატჩები არა რაიმე რეზულტატის მისაღწევად, არამედ იმის საჩვენებლადაა თუ რამდენად მომზადებულები ვართ."
ესპანელ შემტევზე გასული წლის წინასასეზონო ტურნემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:
"ჩვენ ამერიკაში ორჯერ ვიყავით და დავუპირისპირდით ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან "რეალი" და "ბარსელონა", თუმცა, ჩვენ მხარს ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერდა. უბრალოდ არ მჯერა, რომ ამდენი გულშემატკივარი გვყავს ამერიკაში. აზიაში ჩვენ ფანებთან შეხვედრას კი მოუთმენლად ველი,"