თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2016, 16:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1719,
კომენტარები: 9
პერეირა: "ძალიან ბედნიერი ვარ"
ბრაზილიელი მატჩის შემდგომ.
პერეირა:
ანდრეას პერეირამ "უიგანის" წინააღმდეგ მატჩში, მოედანზე დროულად გამოსვლის შემდეგ, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა და ჟოზე მოურინიო ულამაზესი გოლით განცვიფრებული დატოვა.

პერეირას ძალისხმევამ და გატანილმა გოლმა, გუშინდელ მატჩში გუნდს დიდი კომფორტი მოუპოვა. ჟოზე მოურინიომ კი მატჩის შემდეგ, ბრაზილიელზე ისაუბრა და 20 წლის შემტევის ტექნიკას ხაზი გაუსვა.

"ანდრეასს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. მას შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალე ტექნიკა გააჩნია."-განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნულ მატჩში გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ეს არც თუ ისე ცუდი დარტყმა იყო."
-განუცხადა ნიჭიერმა ახალგაზრდამ MUTV-ს.

პერეირამ მაიკლ კერიკი შეცვალა და ჟოზე მოურინიოს მიერ განხორციელებეული მესამე ცვლილება გამოდგა. ბრაზილიელმა ანდერ ერერასთან ერთად ცენტრალური ნახევარმცველის როლი მოირგო და გუნდს, როგორც წინ, ასევე დაცვაში ეხმარებოდა.

"მე სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შემიძლია, თუმცა, ამ შემთხვევაში დიდი სიამოვნება მივიღე.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომეცა რამდენიმე წუთი, მეჩვენებინა მწვრთნელისა და გუნდისთვის, რომ მათთვის დახმარების გაწევა შემიძლია."


პერეირას დებიუტი, ორი წლის წინ, ინგლისის ლიგის თასზე "დონსის" წინააღმდეგ მატჩის დროს შედგა. დღევანდელ შემადგენლობაში კი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 4 ფეხბურთელი: დავიდ დე ხეა, ადნან იანუზაი, ანდრეას პერეირა და ჯეიმს უილსონი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს, დიდი ნაწილი ანდრეასმა რეზერვისტთა ნაკრებში გაატარა, მან პირველ გუნდში გოლის გატანა და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობს მიღება მაინც მოახერხა.

სამ თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, პერეირა შანსის მიღებას პირველ გუნდში და მოურინიოზე შთაბეჭდილების მოხდენას წინასასეზონო ტურნეზე შეეცდება.

"ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და ხალხს ვაჩვენო, რომ შემიძლია "იუნაიტედს" ამ სეზონში დავეხმარო. ნამდვილად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებლობების ჩვენება ვარჯიშზე ძალიან მსურს და კარგად მუშაობას კვლავ ვინარჩუნებ."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
17 ივლისი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shuaze unda gaixet bichebo ro jozes tavi moawonot da dros miigebt :)
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ივლისი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პასტა-ფურცელამ არ მისცა დრო, რომ თავი წარმოეჩინა და იქნებ ჟოზემ მისცეს შანსი. არადა ნიჭი უდაოდ დიდი აქვს და იმედია კონკურენციის გაწევას შეძლებს.
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
17 ივლისი 2016 18:01
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალიან კარგი ახალგაზრდაა, პირადად მე ლინგარდს ასი თავით მირჩევნია კარგი ტალანტის მქონეა და იმედია მოუ მისცემს დროს. სამწუხაროდ გაალმა სათამაშო დრო არ აღირსა.
0
№4
ავტორი: ikeoni
17 ივლისი 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Is nabozari vangaali ar azlevda shans da joze mixedavs amas ❤️
0
№5
ავტორი: stepno
17 ივლისი 2016 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Vaa ra kargiaa esetii mondonebit ro aris yvelaa aba gaalis yurebashii sastavs tamaahi agar undodat survili daukarga tipma yvelas yvelafriss auu raa gagvimartlaa ro mogvshordaa da mou movidaa uuf
0
№6
ავტორი: JuanMata
17 ივლისი 2016 20:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ლუი რა კვერცხი იყო, ლინგარდი სულ ძირითადში იყო და ამას სკამს ახეხინებდა, დეპაისაც მირჩევნია და ლინგარდსაც პერეირა, თან პოზიციების შეცვლაც შეუძლია.
0
№7
ავტორი: kobinio
17 ივლისი 2016 21:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Legend Sir Alex
ძალიან კარგი ახალგაზრდაა, პირადად მე ლინგარდს ასი თავით მირჩევნია კარგი ტალანტის მქონეა და იმედია მოუ მისცემს დროს. სამწუხაროდ გაალმა სათამაშო დრო არ აღირსა.

Lingqtdis.mazila dedac es martla jobia.is imena magari doddolaa
0
№8
ავტორი: ლევი
17 ივლისი 2016 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ლინგარდი კაია ძაან, ათამაშდება და ყველას მერე დაგევასებათ;)
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2016 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არაა დასაკარგი ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top