"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პატარიჩიმ განაცხადა, რომ კლუბი ლეონარდო ბონუჩისა და პოლ პოგბას ტრანსფერისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, ფრანგი ნახევარმცველის შეძენის ერთადერთი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია" და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში შეეხება. რაც შეეხება იტალიელ ლეონარდო ბონუჩით, მისი შეძენით "სიტი" აქტიურად ინტერესდება და "ლურჯების" ხელმძღვანელობა მცველის ტრანსფერისთვის თანხას არ დაიშურებს.
პატარიჩის სიტყვების თანახმად, "ბებერი ქალბატონები" საკუთარ ვარსკვლავებთან გამოსამშვიდობებლად უკვე მზადაა და მათ შემცვლელებს უკვე ეძებს.
"ყველა ტოპ-კლუბი საუკეთესო ფეხბურთელებზე მაცდურ წინადადებებს მიიღებს. მაგალითად, ჩვენ გვყავს ბონუჩი და პოგბა, რომლებიც სხვა კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცნენ. მათი შესაძლო წასვლის შემთხვევაში, ჩვენ შემცვლელთა ვარიანტს უკვე განვიხილავთ,"-განუცხადა პატარიჩიმ Football Italia-ს