ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტულმა დირექტორმა, ფრედი ბობიჩმა გერმანული Kicker-ის ჟურნალისტთან დაადასტურა, რომ კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის ურუგვაელი მცველის, გილიერმო ვარელას იჯარით აყვანით ინტერესდება.
ბობიჩის სიტყვებისგან გამომდინარე, ტრანსფერზე, როგორც დასრულებულზე საუბარი ნაადრევია, რადგან მოლაპარაკებები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. მან ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ იჯარა შედგება, კლუბი ვარელას გამოსყიდვის პუნქტს ხელშეკრულებაში აუცილებლად ჩაამატებს.
მოგეხსენებათ, ვარელამ პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2015 წლის 5 დეკემბერს ჩაატარა და სეზონის დასრულებამდე მიიღო მონაწილეობა პრემიერ ლიგის 5, ჩემპიონთა ლიგის 1 და ევროპის ლიგის 3 მატჩში.