"იუნაიტედის" ახალწვეულმა, ჰენრიხ მხითარიანმა სადებიუტო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჰენრიხს მოედანზე საკუთარი პოზიცია არ აინტერესებს, მანამ, სანამ გუნდი კარგი შედეგის დემონსტიტრებას ახდენს და იგებს.
მოგეხსენებათ, "უიგანის" წინააღმდეგ მატჩში, "ეშმაკების" მაისურით მხითარიანმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. სომეხი შემტევი, აღნიშნულ მატჩში 10-იანის პოზიცია თამაშობდა, თუმცა მას შეტევაში, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია.
"ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვთამაშობ. მთავარია გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო."
მხითარიანი საკუთარი დებიუტით კმაყოფილია და ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასასეზონო ტურნეს დროს, საკუთარი თანაგუნდელები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებიან.
"ჩვენ კარგად ვითამაშეთ. პირველი ტაიმი შედარებით რთული იყო, რადგან გატანა ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მიზნის თვალსაზრისით, კარგი მატჩი გამოგვივიდა და ამისთვის თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი."