ლუი ვან გაალის ერთ-ერთი პირველი ტრანსფერით, მარკოს როხოს შეძენით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "ვილიარეალი" ინტერესდება.
"ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა" განაცხადეს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდებიან და მათი აზრით, ამ სამუშაოს გუნდს "სპორტინგის" ყოფილი მცველი მარკოს როხო გაუწევთ, რომელსაც მარცხენა ფლანგის გარდა, დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია.
გუნდში ერიკ ბაიის მოსვლის შემდეგ, არგენტინის ნაკრების 26 წლის მცველს, გუნდში ჭარბი მოთხოვნები აქვს.
ტრანსფერს აბრკოლებს როხოს ღირებულებაც. Marca-ს ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" როხოს სანაცვლოდ, 2014 წელს გადახდილი თანხა 20 მილიონი ევრო სურთ.
როხოს "იუნაიტედთან" კიდევ 3 წელზე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა შესაძლოა მან ესპანურ კლუბში კარიერა იჯარითაც გააგრძელოს.