ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა "უიგანის" წინააღმდეგ და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. "წითელმა ეშმაკებმა" უილ კინისა და ანდრეას პერეირას გოლების წყალობით 0-2 დაამარცხეს მეტოქე.
შეხვედრაში მონაწილეობა ახალწვეულებმაც მიიღეს, მხითარიანმა და ბაიიმ სადებიუტო შეხვედრები ჩაატარეს.
მოურინიოს შეგირდები მომდევნო შეხვედრას დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავენ.