"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლამდელთა გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა, პოლ მაკგინესმა, ტიმოთი ფოსუ-მენსას პროგრესი აღნიშნა, რომელმაც კარგი თამაშის გამო სათამაშო დრო ჰოლანდიის ნაკრებშიც მიიღო.
გასულ სეზონში ძირითადი ფეხბურთელების პერიოდულმა ტრავმებმა, ლუი ვან გაალი იძულებული გახადა 18 წლის ჰოლანდიელი სხვადასხვა პოზიციებზე გამოეყენიბინა. ტიმოთი მარჯვენა მცველია, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელს შემტევი ნახევარმცველისა და დაცვითი ნახევარმცველის პოზიციის მორგებაც შეუძლია.
"ტიმოთი გუნდში მხოლოდ საკუთარ მეორე სეზონზეა გადართული. მას წარმოუდგენელი სიჩქარე აქვს. სერიოზულად, მე მისი სისწრაფით უბრალოდ გაოგნებული ვარ. ტიმოთის, სისწრაფე დაცვაში გამოუვალი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ძალიან ეხმარება. ფოსუ-მენსას შეუძლია საკუთარ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა. თითქმის ყველა განცვიფრებულია და აღნიშნავს იმას, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მას მეტოქე ფეხბურთელის ჩამოტოვება.
მისი სიჩქარე და ფიზიკური მონაცემები ყველა ასპექტში იჩენს თავს, სწორედ ამიტომ ტიმოთის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია,"-ციტირებს მაკგინესის სიტყვებს SkySports.