თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2016, 10:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3970,
კომენტარები: 26
The Sun: პოგბას საგა დასასრულს უახლოვდება
როდის დასრულდება პოგბას ტრანსფერი?
The Sun: პოგბას საგა დასასრულს უახლოვდება
SunSport-მა პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე, რამდენიმე საათის წინ, სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ჟოზე მოურინიო 105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, პოგბას ტრანსფერს ამ კვირას დაასრულებს.

ჯერჯერობით პოლის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები, მინო რაიოლასა და "იუვენტუსს" შორის მიმდინარეობს. დიდად სავარაუდოა, რომ გარიგება კვირის ბოლოს დასრულდება.

23 წლის ფრანგი ვარსკვლავი ამჟამად ამერიკაში, არდადეგებზე იმყოფება. შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ანაზღაურება კი კვირაში 220 ათასი ფუნტი იქნება.

რაიოლა "იუნაიტედის" ბოსებთან საფრანგეთის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ნახევარმცველის თაობაზე, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, ტრანსფერისთვის, რომელიც ძალიან მალე მადრიდის "რეალის" მიერ გარეთ ბეილში გადახდილ თანხას (86 მილიონ ფუნტს) დაჩრდილავს.

პოგბა დიდი ალბათობით, მანჩესტერში, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, სამშაბათს ჩავა.

წყარო: The Sun
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
26 კომენტარი
№1
ავტორი: leluk
16 ივლისი 2016 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ამხელა ფულს თან იმიტომ იხდიან რომ სენსაციური ტრანსფერიც გამოვიდეს :D ყველაზე დიდი გადახდილი ფული :)):)) wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 ივლისი 2016 10:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მალე დასრულდება, ან გადმოვა ან იტყვის რო ვრჩებიო. ძაან ტვინი გაიბუურღა
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
16 ივლისი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
გიჟიხარ ჟოზე მიდი ეს და წელს გვეყოფა თუ რამედა ვარანი და ხამესიც არიქნება ცუდი
0
№4
ავტორი: dachi_mu
16 ივლისი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ამის გადმოსვლა იმიტოა აუცილებელი როოო ის დამპალი პერესი \ძირს დაენარცხოს ციდ :) smile
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
16 ივლისი 2016 10:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უკვე ვის დავუჯერო არ ვიცი. ერთ დღეს სქაი დაწერს, მეორე დღეს გოალი არ ადასტურებს, ახლა სანი... თქვას, ერთხელ და სამუდამოდ
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ივლისი 2016 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მერამდენე სერიაა ეს areyoukiddingme
0
№7
ავტორი: ჩესტერ777
16 ივლისი 2016 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ციტატა: leluk
ამხელა ფულს თან იმიტომ იხდიან რომ სენსაციური ტრანსფერიც გამოვიდეს :D ყველაზე დიდი გადახდილი ფული :)):)) wink

the sun - deili miror is wyaroebia romelsac mxolod halamadridze tu waawydebi isici me mgoni iq adminebh ragaceebs chalichobs.. Ise ratqmaunda rekordis moxsna unda man utds da ara pogba ahahaha fegburti gafuchda tore pogba 45 - 55 girs realurad

ise amaze uketes gunds tu vinme inatrebs da sagol arada shesadzlebelia degea shaw varan bail fabiano / pogba dayer saul niges / depay rashford marcial {{ jonsto lavi o.conor fosu mensah blind mkitarian j.vilson
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
16 ივლისი 2016 10:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ციტატა: ვახო ( G G M U)
მერამდენე სერიაა ეს areyoukiddingme


ინდური სერიალები ჩამოიტოვა wink
0
№9
ავტორი: t123123
16 ივლისი 2016 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მოვა ასე მგონია manutd
0
№10
ავტორი: PrinceZlatan
16 ივლისი 2016 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
პოგბას მოსვლა პირდაპირ ნიშნავს პირველ ან მეორე ადგილს winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top