Daily Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიუნხენის "ბაიერნს" 18 წლის რენატო სანჩესის, შეძენის თაობაზე წინადადებით კვლავ მიმართა.
"იუნაიტედი" ახალგაზრდა ტალანტისა და ევროპის ჩემპიონის შეძენის ერთ-ერთი აქტიური და მთავარი პრეტენდენტი იყო, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მანჩესტერელებს "რეკორდმაისტერმა" აჯობა, რომელმაც "ბენფიკას" 45 მილიონი ევრო (37,7 მლნ. ფუნტი) შეთავაზა.
მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, ჟოზე მოურინიოსა და მთელს "იუნაიტედზე" ევროპის ჩემპიონატის დროს, რენატომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პოგბას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, პორტუგალიელის კონტრაქტის გამოსყიდვას ეცდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაუჯდებათ "ეშმაკებს" 18 წლის ნახევარმცველის შეძენა.