ენდი კოული ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფორვარდმა, ენდრიუ კოულმა ხუმრობით განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს საკუთარი ხრიკების გამოსაყენებლად და "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პირველი სეზონში პრემიერ ლიგის მოსაგებად, ილუზიონისტ დაინამოს ჯადოსნური უნარი დასჭირდება.
"განსაკუთრებულმა" "პორტოს", "ინტერისა" და"ჩელსის" რიგებში, ადგილობრივი ჩემპიონატის მოგება პირველ სეზონშივე შეძლო. ახლა კი, პორტუგალიელ სპეციალისტს, ლუი ვან გაალის თანამდებობიდან შეცვლის შემდეგ, გუნდისთავიდან აშენება დაევალა.
კოული კი მიიჩნევს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ახალი სეზონისთვის მოლოდინის დონე დაცული უნდა იყოს.
"თუ ჟოზე მოვა და პირველივე სეზონში მოიგებს პრემიერ ლიგას, ეს დაინამოს მაგიასავით იქნება.
ეს ნამდვილად ფანტასტიკურია. ის არანაირი ილუზიების ქვეშა არაა, თუ რამდენად რთული იყო "იუნაიტედში" მოსვლა და პირველივე სეზონში გაჩემპიონება."კოული, ასევე ამტკიცებს, რო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება მხოლოდ მოურინიოს ხელმძღვანელობის დროს შეიძლება.
"ხელები გადავაჯვარედინოთ, ჩვენ გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესო სეზონი გვაქვს.
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა აუცილებელია. ახალი მენეჯერი და ახალი ფეხბურთელები, ეს ნამდვილად კარგი სეზონი იქნება."ინგლისელმა ფორვარდმ ასევე წინასასეზონო ტურნეზე ისაუბრა.
"ეს წინასასეზონო ტურნეა- სადაც სიჩქარე გჭირდება. როდესაც მოდიხარ ტურნეზე და მონაწილეობ კარგ ტურნირებში, ეს შესანიშნავი ტესტია.
ტურნეზე 10-0 ანგარიშით მატჩების მოგება არ გჭირდება. წინასასეზონოდ მთავარი, მხოლოდ კარგი გამოცდილების მიღებაა,"-განუცხადა კოულმა BBC Radio Manchester-ს.
წყარო:
Goal