მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მას პოლ პოგბას თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს და მხოლოდ მუშაობს იმ კლუბებთან, რომელთა წინადადებითაც საკუთარი კლიენტია დაინტერესებული.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" განსაკუთრებული ურთერთობა არ მაქვს. გასულ წელს "ჩელსისგან" პოგბას თაობაზე ძალიან სერიოზული წინადადება მივიღეთ, თუმცა პოლმა დარჩენა გადაწყვიტა. რა მოხდება ამ სეზონში ჯერჯერობით არ ვიცით. წინა ზაფხულს მე ნამდვილად მსურდა, რომ პოგბა ლონდონში გადასულიყო, თუმცა ეს არ მოხდა.
"იუვე" პოგბას გაყიდვას არ აპირებს, ახლა ჩვენი შანსი მისი ახალი კონტრაქტის განხილვაა. პოლი თავს არ გრძნობს ისე, რომ მან ნამდვილად უნდა დატოვოს ტურინი, თუმცა, თუ ჩვენთან განხორციელდება პროექტი, რომლის მიხედვითაც მას კლუბიდან წასვლა სურს, რა თქმა უნდა, იტალიელებთან ამის შესახებ ვისაუბრებთ,"-ციტირებს რაიოლას სიტყვებს Manchester Evening News