"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ყოფილი შეგირდისა ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შეძენით ინტერესდება.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მზად არის გადადგას შემდეგი ნაბიჯები ესპანელი ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისს ფაბრეგასთან "ჩელსიდან" მოყოლებული კარგი ურთიერთობა აქვს. ახლა კი ჯერი ანტონიო კონტეზეა, რომელმაც ესპანელის ბედი უნდა გადაწყვიტოს.
ტრანსფერს ხელს ლონდონელთა სატრანსფერო სამიზნეებიც უწყობს. იტალიელი სპეციალისტი ამ ზაფხულს, ნახევარმცველების ნ'გოლო კანტესა და რაჯა ნაინგოლანის შეძენას ეცდება.
მიუხედავად ამისა, მოურინიოს ძირითად პრიორიტეტად რჩება პოლ პოგბა, რომლის სანაცვლოდ "წითლები" 100 მილიონს იხდიან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გარიგება ვერ შედგა, ჟოზეს სესკის სახით ალტერნატივა ყავს.