დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარანის ტალანტის დიდი ქომაგი იყო და მისი წსასვლით ძალიან წუხს.
"მე არ ვარ ჰენრიხის გადაწყვეტილებით იმდენად იმედგაცრუებული, როგორც ჰუმელსისა და გიუნდოგანის წასვლით ვიყავი, თუმცა მე მხითარიანის დიდი გულშემატკივარი ვარ.
სამმა ძალიან მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. ჰუმელსიც, გიუნდოგანიცა და მხითარიანიც კლუბში გადამწყვეტი ფიგურები იყვნენ და უმაღლეს დონეზე მდგარი ფეხბურთელები არიან.
ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა ისინი შეგვენარჩუნებინა, თუმცა შეთავაზებებმა ჩვენს შესაძლებლობებს გადააჭარბა. უნდა ვაღიარო, რომ არსებობს კლუბები რომლებსაც საფეხბურთო თვალსაზრისით უმაღლესი კვების ჯაჭვი აქვს,"-აცხადებს "ყვითლების" მენეჯერი.