თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2016, 13:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1765,
კომენტარები: 10
მოურინიო ტურნესთვის მზადაა
მოურინიო წინასასეზონო ტურნეზე საუბრობს.
მოურინიო ტურნესთვის მზადაა
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ Aon-ის მიერ წარდგენილი 2016 წლის ტურნესა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცხოვრების პირველი გემოს გასინჯვას მოუთმენლად ელის. ასევე პორტუგალიელს სჯერა, რომ ეს, როგორც მისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის (მოედნის გარეთაც) მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

ჩინეთსა და ამერიკაში მოგზაურობა, ახალ მწვრთნელს ფეხბურთელებისა და სხვა დეტალების უკეთ გაცნობაში დაეხმარება. პორტუგალიელის თქმით, ტურნე კარგი შესაძლებლობაა გუნდის შეკვრისთვისა და მნიშვნელოვანი ვარჯიშებისთვის.

"ვიმედოვნებ, ვნახავ ჯგუფს, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ შევხვდებით და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც საფეხბურთო, ისევე ადამიანური თვალსაზრისით.

ფაქტია, რომ ტურნეზე ბევრი მოთამაშე დაგვაკლდება, რაც ტაქტიკურად, ცოტაოდენ ობიექტურობას არღვევს, თუმცა ეს ასეა. ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულის მოხდენა და მოთამაშეებს ევროპის ჩემპიონატიდან პირდაპირ აქ მოწვევა. მათ დასვენება, ხოლო ჩვენ ამ ფეხბურთელების გამოყენება 10 თვის განმავლობაში გვჭირდება.

ცოტა უცნაური იქნება, განსაკუთრებით ახალი მწვრთნელისთვის, რომელმაც ფეხბურთელები უნდა გაიცნოს და მათთან ერთად იმუშაოს. ვფიქრობ, ასევე ტურნე არის კლუბის განზომილებისთვის, პროექტირებისთვისა და კავშირისთვის, ამ შემთხვევაში აზიის მარკეტთან. კომერციულად და ფანებისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ამ პერსპექტივით, ვიმედოვნებ, რომ ხალხი გაიგებს ამ კლუბის განზომილებას და მიხვდება, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში არიან, ამ შემთხვევაში კი ჩვენ აზიაში გველოდებიან.

მე ვყოფილვარ აზიაში სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად და ვიცი, რომ ფანები მოსიყვარულეები არიან, რაც მთავარია ჯერ ფეხბურთთან, ხოლო შემდეგ კი ხალხთან მიმართებაში. მათი სამიზნე ინდივიდუალურობაა და თუ რომელიმე პერსონა სხვა კლუბში წავა, მათ მიყვებიან. მაგალითად, ზლატანი, რომელსაც აქვს თავისი ფან-ბაზა და "იუნაიტედშიც" აუცილებლად ექნება.

როდესაც აქ მოვედი, მივხვდი, თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი" გულშემატკივრებისთვის. მე ვიყავი ბანგკოკში და ერთმა ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა "იუნაიტედის" რესტორანში, სადაც გულშემატკივრებიც იმყოფებოდნენ. მე მეცვა განსაკუთრებული ჟაკეტი, რადგან ვიყავი სულ სხვა კლუბის მენეჯერი![იცინის] ამ რესტორანში ფანები ყოველ კვირას იკრიბებოდნენ და უყურებდნენ "იუნაიტედის" მატჩებს და ადვილი მისახვედრი იყო, თუ რამდენად დიდი კლუბი იყო ის აქ,"
-განაცხადა მოურინიომ adidas' Front Row-თან მორიგ ინტერვიუში.

წყარაო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივლისი 2016 13:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
აბა შენ იცი მოუ კარგი გუნდი უნდა შეკრა ტურნეზე და პრემიერ ლიგას მომზადებულები უნდა შეხვდეთ.
0
№2
ავტორი: gaga1987
13 ივლისი 2016 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ცუდია რომ ბევრი ფეღბურთელი არეყოლება თან.
0
№3
ავტორი: PaLoMo
13 ივლისი 2016 14:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
იმედია პერეირას და ჯანუზაჯს მიცემს სჰანსს.მოიესი რო ყოფილიყო ჯანუზაჯი ახლა კაი როჯა იქნებოდა მარალუიმ დაჩაგრა მაგრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: IBRA1024
13 ივლისი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Pogbas transferze Ra ismis...?
0
№5
ავტორი: ikeoni
13 ივლისი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi joze sheni didi imedi maqvs ❤️❤️❤️
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
13 ივლისი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
გუნდს მარტო პოგბა ჭირდება და იდეალური შემადგენლობა იქნება
0
№7
ავტორი: IBRA1024
13 ივლისი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Mere pogba mova pianichi daitria juvem..
0
№8
ავტორი: GeorgeBest
13 ივლისი 2016 16:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუნაიტედს ყველგან საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს winked
0
№9
ავტორი: stepno
13 ივლისი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Raa kaciaa:))))
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივლისი 2016 00:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: General
იუნაიტედს ყველგან საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს winked

abaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top