თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2016, 20:02
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2617,
კომენტარები: 12
რუნი: "ჟოზეს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია"
რუნი ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.
რუნი:
უეინ რუნი კლუბში ჟოზე მოურინიოს მიესალმება და მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ გუნდს წარმატებულს გახდის.

"განცვიფრებული ვარ იმით, რომ მომდევნო სეზონში ჟოზესთან ერთად ვიმუშავებ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია,"-განაცხადა ინგლისელმა კლუბის ჟურნალ Inside United-თან ინტერვიუში.

"მე ყოველთვის ვცემდი პატივს მას, როგორც პიროვნებას, ასევე მწვრთნელს. ის კარგი ადამიანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მე მომწონს ფიქრი. როგორც ფეხბურთელი, ვიცრუებ თუ ვიტყვი, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლით დამატებით მოტივაციას არ იღებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები მოურინიოსთან მუშაობით მოხარულები იქნებიან და ეცდებიან მასზე შთაბეჭდილება მოახდინონ.

წლების განმავლობაში ჯოზეს სხვადასხვა გუნდებთან თამაში მომიწია და არ მახსოვს არც ერთი ჩვეულებრივი მატჩი. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მის გუნდთან გამარჯვება ყოველთვის რთული იყო. ისინი დისციპლინირებული, ტაქტიკურად სწავლულები და ყველაზე მთავარი, წარმატებულნი იყვნენ.

ახლა, ჟოზე ყველა ამ ხარისხს ჩვენს გუნდში მოიტანს. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მას გარკვეული იდეები აქვს, მაგრამ მის აქტივებში ყველაზე მთავარი - გამოცდილებაა. იგი მთელი თავისი კარიერის მანძილზე ხელმძღვანელობდა ბევრ წარმატებულ გუნდს და მისმა გამოცდილებამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა."


წყარო: ManUtd
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 ივლისი 2016 20:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველა და მით უმეტეს მეც, იუნაიტედში შეკრებილ ვარსკვლავებზე დიდ იმედებს ვამყარებთ და თავის მხრივ, იმედია ამ ყველაფერს ესენიც არ გაგვიცრუებენ
0
№2
ავტორი: Best 7
12 ივლისი 2016 20:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იმედია ბოლოს და ბოლოს გაამართლებს და მოვიგებთ პრემიერ ლიგას
0
№3
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2016 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Didi imedebiiit
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ივლისი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოკლედ ყველას დიდი იმედი გავქვს ჟოზესი და უფლება არ აქვს, რო არ გაამართლოს ეს იმედები winked
0
№5
ავტორი: LASHQARA
12 ივლისი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
როგორ არ გაამართლებს აღარ ყოფილა საშველი ამანაც თუ ვერ გაამართლა ყველა მოვიყვანეთ მწვრთნელად ყველა განსხვავებული ტაკტიკოსი მაგრამ ჯოზეე მაინც ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანია ამ სამიდან love ამიტომაც მეიმედება ჯოზეს მოსვლა იუნაიტედში love am
0
№6
ავტორი: dachi_mu
12 ივლისი 2016 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Joze <3
0
№7
ავტორი: Amazing Redman
13 ივლისი 2016 03:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
პირველივე სეზონში EPL უნდა დადოს მე მაინც მჯერა ამ ყველაფრის და ვნახოთ, იმედია იუნაიტედისთვის როგრც შარშან ნახევარი სეზონი ლაზარაეთში იწვა ნახევარი გუნდიდა მასე არ იქნება წელს რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოდ და EPL დაბრუნებისთვის. პირველივე წელს თუ შეძლებს და მართლა EPL დადებს მაუ ესეთ არანორმალუ პრემიერ ლიგაში, მე დარწმუნებულივარ რომ შემდეგი სეზონიდან ლიგაც უნდა მიაყოლოს.
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივლისი 2016 10:52
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
გუნდს აქვს რესურსი იმისთვის, რომ პრემიერ ლიგისთვის იბრძოლოს, უბრალოდ გუნდს უნდა ჩამოყალიბება და შეკვრა ერთგუნდათ და იმედია მოუ ამას მოახერხებს და თუ შეკრა ჩვენ წელსვე ვიქნებით ეპლს მოგების კანდიდატები.
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
13 ივლისი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
რუნიც ყოველთვის ევასებოდა მოუს დარწმუნებული ვარ მაგრად აათამაშებს
0
№10
ავტორი: NUGI
13 ივლისი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მიდით ბიჭებო თქვენ იცით am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top