კრის სმოლინგი გრძნობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" წინასასეზონო ტურნე კარგად უნდა დაიწყოს და სიძლიერეს 2016/17 წლების სეზონის დასაწყისისთვის მიაღწიოს.
"წითლები" ჩინეთსა და ამერიკაში 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. Aon-ის მიერ წარდგენილ ტურში, 22 ივლისს მოურინიოს შეგირდები შანხაიში "ბორუსიას" დაუპირისპირდებიან, სამი დღის შემდეგ კი ბეიჯინგში "მანჩესტერ სიტის".
სმოლინგი, რომელმაც გასულ წელს ამერიკაში გამართულ წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა მიიღო, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში მიუხედავად ევროპის ჩემიონატზე დიდი იმედგაცრუებისა.
ფეხბურთელების მიერ არჩეულმა წლის საუკეთესო მოთამაშემ, ManUtd.com-თან ინტერვიუში ორ, დიდ ამხანაგურ მატჩზე და სეზონის სტარტზე ისაუბრა:
"წინასასეზონო ტური იქნება დიდი გამოცდა და კარგია, რომ აქ მაღალი კალიბრის გუნდებთან თამაშის საშუალება გვაქვს.
თავდაპირველად, ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ სტანდარტებს, სადაც ჩვენ მარალი დონის გუნდებთან დომინირებას მოვახდენთ. ასე რომ, მათთან ტურნეს პროგრამით ადრე თამაში ძალია კარგია."
სმოლინგმა ასევე რამდენიმე წლის წინ, ჩინეთის ტურნესა და მის გულშემატკივრებზე ისაუბრა.
"მახსოვს, როდესაც ორი წლის წინ ჩვენ მათ აზიაში შევხვდით. მათი მასპინძლობა სრულიად არარეალური იყო.
გულშემატკივრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. განსაკუთრებით, თავგადაკლულ გულშემატკივრებთან, რომლებიც ჩვენ ყოველ კვირას ვერ გვნახულობენ. ჩვენ ერთმანეთს სოციალურ ქსელებში ვესაუბრებით, თუმცა, მათი სასტუმროსა თუ სავარჯიშო სესიაზე ხილვა შესანიშნავი იქნება. ეს ჩვენ შესანიშნავ გრძნობას გვანიჭებს. უკან დაბრუნების ა და ლამაზი ქალაქების ნახვის საშალება, მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვას გახდის."