რიო ფერდინანდმა გიახსენა რომ ოთხი წლის წინ, "იუნაიტედის" ფეხბურთელები პოლ პოგბვას წსავლით შოკირებულები იყვნენ.
თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ, 23 წლის ფრანგს მანჩესტერში გადასვლამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. ოთხი წლის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით "ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ, პოგბას შეუძლია გუნდში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდეს.
ფერდინანდი აცხადებს, რომ თავის ახალგაზრდულ წლებში პოგბამ დიდი ტალანტი გამოავლინა. მისი გუნდიდან წასვლა კი მოთამაშეებისთვის დიდი შოკი იყო.
"ის იყო 17-ის, თითქმის 18 წლის და სანამ გასახდელში გამოჩნდებოდა ვთქვი: მოისმინეთ, ვნახე, თუ როგორ თამაშობს ეს ბიჭი ახალგაზრდულ და რეზერვისტთა გუნდში. როდესაც მან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" არც ერთი ფეხბურთელს არ შეეძლო ჩემთან ერთად ამას დათანხმებოდა. პოლ პოგბას ყველა აფასებდა, როდესაც წავიდა გუნდიდან ყოველი მოთამაშე იძახდა: რა ჯანდაბა ხდება? თუმცა, მან წასვლა გადაწყვიტა და ეს ფეხბურთში ხშირად ხდება.
"იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" მისი წასვლის გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ როგორ არის ის საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც ძალიან პოზიტიური რამაა. ეს მის გაუმჯობესების სურვილს გვიჩვენებს.
ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ის დაბრუნდება. "იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგას ასეთი ხასიათის ფეხბურთელი სჭირდება. ლიგას სჭირდება ვარსკვლავი, ქარიზმის მქონე ფეხბურთელი, რაც ამ მომენტისთვის აქ არ არის. დიახ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახლა ინგლისშია, ეს დასაწყისისთვის შესანიშნავია, თუმცა რამდენი ხნით?"- წერს ფერდინანდი The Times-ის საკუთარ ბლოგში.