შვეიცარიის ნაკრების ახალგაზრდა ტალანტმა, ნიშან ბურკარტმა "ციურიხიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
16 წლის ახალგაზრდა, აკადემიიდან ნიკი ბატის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და მწვრთნელზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა.
ბურკარტი, რომელმაც ზაფხულში გამართულ შვეიცარიის თასზე, 7 მატჩში 9 გოლი გაიტანა, დედის სამშობლოში თამაშით მოხარულია.
კითხვაზე, თუ რატომ "იუნაიტედი" ბურკარტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"შესანიშნავი გრძნობაა - სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი.
მე ყველა კლუბს ვესტუმრე და მათი ინფრასტრუქტურაც გავაანალიზე. ასევე თუ დავაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას, აუცილებლად უნდა წავსულიყავი ინგლისში, დედაჩემის სამშობლოში.""ციურიხიდან" "იუნაიტედის" ადრე საიდი იანკო შეუერთდა, თუმცა მისი გამოჩენა პირველ გუნდში, 2014 წელს კლუბისთვის კრახით დასრულდა, რამეთუ მანჩესტერელები "დონსთან" გამანადგურებელი ანგარიშთ 4-0 დამარცხდნენ.
ბურკარტი იანკოს, რომელიც ამჟამად "სელტიკის" ღირსებას იცავს ძალიან კარგად იცნობს.
"ამ ყველაფერზე ყოველთვის მშვიდად ვსაუბრობ. თუ ის არ მუშაობს მანჩესტერში, შესანიშნავი ვარჯიში და ფანტასტიკური საფუძველი, მისი დიდი კარიერის დაწყებას სხვა კლუბში ხელს უწყობს."გუნდში ბატის დანიშვნის შემდეგ, "იუნაიტედმა" ბევრი ფეხბურთელი გაიფორმა. ინგლისელმა ლეგენდამ სხვა განსახორციელებელ ტრანსფერებზეც ისაუბრა:
"ჩვენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიმართულება გვჭირდება.
რამდენიმე ასპექტში ეს მიმართულება გვაქვს და მომდევნო სეზონში სათამაშოდ, ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში გუნდის ხაზს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
როგორც სხვა კლუბებში, აქაც იგივე ხდება. ჩვენ, როგორც სხვაგან გვინდა, რომ ევროპაში მოთამაშე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი, განურჩევლად ასაკისა შევიძინოთ."წყარო:
M.E.N