"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი, დიეგო მილიტო მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო არის ადამიანი, რომელსაც მტრები სჭირდება.
"იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს მომდევნო სეზონში კვლავ პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირება მოუწევს. დიეგო მილიტოს, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ოპონტენტებს თავის წინააღმდეგ განზრახ განაწყობს.
"მოურინიოს სჭირდება მტრები და ის ამას თავისით ადგენს. თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ პეპ გვარდიოლას ჰკითხოთ. მოურინიო - ლიდერი და მაღალი დონის მწვრთნელია. ის ყველა ფეხბურთელისგან 100 %-იან ვალდებულებას ითხოვს. ის ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვას და ზოგჯერ ამისთვის ისჯება. ჟოზემ უნდა დაიცვას საკუთარი გუნდი და მან იცის, თუ როგორ გააკეთოს ეს,"-აცხადებს მილიტო.